TSK ევფრატის ფარი

თავდასხმა მოხდა DEAŞ-ის 67 პოზიციაზე, განეიტრალდა ორგანიზაციის 5 წევრი

572275
TSK ევფრატის ფარი

თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან წარმართულ ევფრატის ფარის ოპერაციის ფარგლებში, თავდასხმა მოხდა DEAŞ-ის 67 პოზიციაზე, განეიტრალდა ორგანიზაციის 5 წევრი.

 თურქეთის შეირაღებული ძალების განცხადებით, დაფიქსირებულ ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის 67 პოზიციაზე გატყორცნილ იქნა 260 ქარიშხლის და 59 მრავალჯერადი სარაკეტო ჭურვი.

დღემდე დაფიქსირებულ სულ 652 პოზიციაზე განხორციელდა 2.728 სროლა.

აზეზ-რაის შორის რეგიონის ოპერაციაში, კოალიციის მასშტაბით, მხარდაჭერა გამოიჩინეს აშშ-ის   სპეცდანიშნულების ძალებმაც.

თურქეთის საჰაერო ძალებმა სამხედრო ოპერაცია განახორციელეს თათიმუსის და კუნაითირაჰის რეგიონებზე.

განადგურდა რეგიონში დაფიქსირებული და ტერ-ორგანიზაცია DEA-ის მხრიდან გამოყენებული სამი შენობა.

კოალიციის ძალების საჰაერო ოპერაციაში განეიტრალდა 5 ტერორისტი, განადგურდა მათი 5 შენობა.

TSK-ს განცხადებით, სირიის საზღვარზე, გრძელდება უპილოტო საფრენი აპარატის სისტემატიური სადაზვერვო და სადამკვირვებლო საქმიანობა.

 გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების სამმართველოს, წითელი ნახევარმთვარის და სირიის თავისუფალ არმიას შორის სამოქალაქოების ლოგისტიკური მუშაობა გრძელდება.

ტერ-ორგანიზაციების გამოყენებულ და საზღვარზე საშიშროების რისკის შემქმნელ  სირიის ჩრდილოეთში მოქმედ კოალიციის ძალებისთვის მხარდამჭერი თურქეთის შეიარაღებული ძალები,  ყველანაირ ძალისხმევას იჩენენ რათა ზარალი არ განიცადონ სამოქალაქოებმა.

ამავე დროს, სირიაში, გრძელდება ოპოზიციის წინსვლა. ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-თან შეტაკების შემდეგ, რაის დასავლეთით მდებარე  თათიმუსის და კუნაითირაჰის დაბა-დასახლებებიც გადავიდა ოპოზიციის ხელში.

შეტაკების დროს დაიჭრა ოპოზიციის 4 ჯარისკაცი.



მსგავსი ინფორმაციები