დღეს კურბან ბაირამი, მსხვერპლშეწირვის დღეა

ერდოღანმა გავრცელებულ მესიჯში, გამოთქვა სურვილი ბაირამი სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ერის, ისლამური სამყაროს და კაცობრიობისთვის

569579
დღეს კურბან ბაირამი, მსხვერპლშეწირვის დღეა

დღეს კურბან ბაირამი, მსხვერპლშეწირვის დღეა. პრეზიდენტმა ერდოღანმა გავრცელებულ მესიჯში, გამოთქვა სურვილი ბაირამი სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ერის, ისლამური სამყაროს და კაცობრიობისთვის.

შეეხო რა, ფეტულლაჰის ტერ ორგანიზაციის პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, აღნიშნა, რომ ერმა, თავის ნების არაფრად მიმჩნევების სახელმწიფო გადატრიალებით, ტერორით, სახელმწიფოს დაჩოქების, სახელმწიფოს ხელში ჩაგდების მსურველებს მისცა თავის მესიჯი. მსგავსი განზრახვის მქონეებმა უნდა იცოდნენ, რომ  მათ წინ უდგას 570 ათასიანი არმიით, 260 ათას კაციანი პოლიციით, 79 მილიონიანი თურქეთი.

თურქეთი, 2023 წლის მიზნებისკენ, მტკიცე გადაწყვეტილებით განაგრძობს გზას. მიზანია, შემდგომი თაობებისთვის ისეთი თურქეთის დატოვება, რომელსაც შეეძლება  2053 და 2071 წლების ხედვების ცხოვრებაში გატარება.

გენ-შტაბის უფროსის ჰულუსი აქარის მესიჯში აღინიშნა, რომ მტკიცე გადაწყვეტილებით გრძელდება ტერორიზმთან ბრძოლა და იგი გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება განეიტრალებული უკანასკნელი ტერორისტიც.

გამოთქვა კეთილი სურვილები, ბაირამის მშვიდად და ბედნიერად ჩატარება და დაამატა:-თურქეთის შეიარღებული ძალები კურბან  ბაირამის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების ჩათვლით ყველა ძალისხმევას იჩენს.

შეეხო ევფრატის ფარის ოპერაციასაც. აღნიშნა, რომ სამშვიდოების დაუზარალებლად, გააგრძელებენ ოპერაციას, სანამ არ მოახდენენ ტერორისტული ქსელების დასამარებას.

ბაირამთან დაკავშირებით, მესიჯი გაავრცელა ეროვნული მეჯლისის თავჯდომარემ ისმაილ ქაჰრამანმა და აღნიშნა:-ჩვენს ყველაზე დიდ საგანძურად ითვლება ცივილიზაციების მრავალფეროვნების მშვიდობასა და კეთილდღეობაში გატარება.  

ჩვენი ხალხი, რომელსაც შეუძლია ყველანაირი ინტრიგების მოსპობა, ოპტიმიზმით განაგრძობს მომავლისკენ წინსვლას.

პრემიერმა ბინალი ილდირიმმაც გაავრცელა მსგავსი მესიჯი და აღნიშნა, რომ მოღალატე ქსელები, ვერ შესძლებენ ერის მთლიანობის ხელყოფას. ერის მთლიანობისადმი მიმართული ყველანაირი ბინძური თამაშები ამაოა.   

ვერანაირი ღალატი ვერ მოახრევინებს ქედს ერს. ბაირამთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავჯდომარემ ქემალ ქილიჩდაროღლიმ, რომელმაც მიულოცა ერს ბაირამი და აღნიშნა:-  იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს 15 ივლისის მსგავსი მოვლენები და მოახდინონ სიმწარეებისთვის შეფერხების შექმნა, სჭიროა ახალი გზებისგამონახვა. სწამს, რომ ისლამურ სამყაროსთან ერთად, ჩაგრულების იმედად ქმნილი თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბელადის ათათურქის დაფუძნებული დემოკრატიული, ლაიცისტური და სოციალური კანონმდებლობის დაცვით, შესძლებს ყველანაირი პრობლემის გადაწყვეტას.

მსგავსი მესიჯი გაავრცელა ეროვნული მოძრაობის პარტიის თავჯდომარემ დევლეთ ბაჰჩელიმაც. აღნიშნა, რომ თურქეთი ამჟამად საერთო პრობლემების ეტაპის პირისპირაა.

მტრის პოზიცაზე არიან ალიანსის სახით FETÖ, PKK, IŞİD, DHKP-C, PYD/YPG-ს მსგავსი ტერორისტები. საჭიროა მათი ძირითადი ხერხემალის გატეხვა. ეს შესაძლებელია ერის შემართებით და მაღალი მორალით. ქაოსის წარმოქმნის მოსურნეებს არ უნდა მისცენ ამის შესაძლებლობა.



მსგავსი ინფორმაციები