დღეს 30 აგვისტოა...

განმანთავისუფლებელ ბრძოლაში გამარჯვების 94-ე წლისთავი

561649
დღეს 30 აგვისტოა...

დღეს 30 აგვისტოა...

განმანთავისუფლებელ ბრძოლაში გამარჯვების 94-ე წლისთავი.

გამარჯვების დღე, ისევე როგორც ყოველ წელს, ღონისძიებებით აღინიშნება, რომელიც პრეზიდენტ რ. თ. ერდორანის ანითქაბირში (ათათურქის მავზოლეუმში) მისვლით დაიწყო.

მავზოლეუმის გვირგვინით შემკობის შემდეგ ერდოღანმა მთავარსარდლის რანგში მილოცვები მიიღო.

პრეზიდენტმა ანითქაბირის სპეციალურ წიგნში შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: „ჩვენს მიერ მომავლი თაობებისათვის ჩაბარებული ჩვენი წმინდა სამშობლოს დაცვასა და გაძლიერებას სიცოცხლის ფასად გავაგრძელებთ.“

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ 15 ივლისის ღამეს გამოჩენილი ნება მათი ყველაზე დიდი ნდობის წყაროა, ტერორგანიზაციების ვერაგული თავდასხმების მიუხედავად თანადგომით მომავლისათვის ბრძოლას გააგრძელებენ.   

ერდოღანი საღამოს საათებში პრეზიდენტის რეზიდენციაში 15 ივლისსა და ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს ვახშამზე შეხვდება.

მთავარი ოპოზიციური პარტია რესპუბლიკური სახალხო პარტია გამარჯვების ზეიმზე მსვლელობას აწყობს, რომელიც 18.30 საათზე ქიზილაის მოედანზე დაიწყება და ათათურქის მავზოლეუმში დასრულდება.



მსგავსი ინფორმაციები