ჰაქქარისა და შემდინლის რაიონებში სამხედროები დაიღუპნენ

რეგიონში გაგზავნილმა დამატებითმა ძალებმა სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წევრი ტერორისტების გასანეიტრალებლად ოპერაცია დაიწყეს

561002
ჰაქქარისა და შემდინლის რაიონებში სამხედროები დაიღუპნენ

ჰაქქარის რაიონის შემდინლის დაბაში სეპარატისტული ტერორგანიზაცია პკკ-ს წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაცის დროს მომხდარი შეტაკების შედეგად 2 სერჟანტი დაიღუპა.

დილის საათებში უსაფრთხოების ძალებსა და პკკ-ს ტერორისტებს შორის მომხდარი სროლების შედეგად არიან დაჭრილებიც.

ჰაქქარი-ვანის დამაკავშირებელ გზაზე გუშინ პატრულირების დროს უსაფრთხოების ძალების მიერ აღმოჩენილი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუვნებელყოფის დროს ტერორისტებმა დისტანციური მართვის პულტით ააფეთქეს, რის შედეგადაც ერთი სამხედრო დაიღუპა 3 კი დაშავდა. შეტაკების ზონაში ჰაქქარის სამთო ბრიგადის სარდლობიდან ვერტმფრენი გაიგზავნა.   

რეგიონში გაგზავნილმა დამატებითმა ძალებმა სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წევრი ტერორისტების გასანეიტრალებლად ოპერაცია დაიწყეს.

შემდინლის დაბაში კი სამანლი-ჯედიკანის რეგიონში ოპერაციაზე გასულ სამხედროებს საზღვრის მეორე მხრიდან ჭურვი ესროლეს, რის შედეგადაც ერთი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

მომხდარის ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლი ტერორისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიჭრა.

უსაფრთხოების ძალებმა საზღვრის მიღმა ტერიტორია, საიდანაც ჭურვი ისროლეს,  ნაღმტყორცნებიდან და ტანკებიდან დაბომბა.

შეტაკების შედეგად 10 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

ვანის რაიონის დაბა ბაშკალეში 2 ტერორისტი უსაფრთხოების ძალებს ჩაბარდა.  



მსგავსი ინფორმაციები