პრეზიდენტ ერდოღანსა და ჰოლანდიის პრემიერმინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანსა და ჰოლანდიის პრემიერმინისტრს მარკ რუტეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

560538
პრეზიდენტ ერდოღანსა და ჰოლანდიის პრემიერმინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანსა და ჰოლანდიის პრემიერმინისტრს მარკ რუტეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა და ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) 15 ივლისის გადატრიალების მცდელობისა და თურქეთის ევროკავშირის პროცესი განიხილეს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჰოლანდია კრიტიკულ როლს ასრულებს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა FETÖ-ს გადატრიალების მცდელობის და მისი საქმიანობის შესახებ რუტეს ინფორმაცია მიაწოდა.

მარკ რუტემ აღნიშნა, რომ 15 ივლისის ამბოხის მცდელობის წინააღმდეგ თურქეთის დემოკრატიის გვერდით არიან.

რუტეს თქმით, ჰოლანდიას მიაჩნია, რომ ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები ისევ ძველ ტემპს უნდა დაუბრუნდეს.   


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ჰოლანდია

მსგავსი ინფორმაციები