ერდოღანმა ჯო ბაიდენი მიიღო

“ანკარამ კიდევ ერთხელ მოითხოვა გულენის ექსტრადაცია“

559019
ერდოღანმა ჯო ბაიდენი მიიღო

ერდოღანმა ახალ საპრეზიდენტო კომპლექსში მიიღო აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და შეხვედრის დასრულების სემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც ერდოღანმა განაცხადა, რომ ამერიკისგან კიდევ ერთხელ მოითხოვეს გულენის ექსტრადაცია და სწამს, რომ ვაშინგტონი მათ ამ სამართლიან მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

მანვე დიდი მნიშვნელობა მისცა რეგიონში  DEAŞ-სა და სხვა ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლას და ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება ტერორისტების დაყოფა კარგ და ცუდ ტერორისტებად და ყველა მათგანს, რომლებიც თურქეთის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიან, მკაცრ პასუხს გასცემენ.

ბაიდენის განცხადებით კი ამერიკას გულენის დასაცავად რაიმე მიზეზი არ გააჩნია და ყველანაირ მხარდაჭერას აღმოუჩენენ თურქეთს, რათა სამხედრო ამბოხის მცდელობაში ბრალდებულები სასამართლოზე წარსდგნენ და საკადრისი სასჯელები მიიღონ, ხოლო რაც შეეხება გულენის ექსტრადაციის საკითხს, არსებობს სამართლებრივი პროცედურები და ამ საქმეშიც ანკარასთან აქტიურად ითანამშრომლებენ.

ანტიტერორისტულ ბრძოლაზე საუბრისას ბაიდენმა თქვა, რომ როგორც ყოველთვის, ამერიკა ამჯერადაც თურქეთის გვერდზეა და უფრო დრე ჩამოუსვლელობის გამო ანკარას ბოდიშიც კი მოუხადა.

ამერიკელ სტუმარს სანამ ერდოღანი მიიღებდა, მანამდის პარლამენტის თავჯდომარე ისმაილ კაჰრამანას დახურულ კარს მიღმა შეხვდა, შემდეგ კი პუტჩის ღამეს პარლამენტის შენობის დაბომბილი ადგილი მოინახულეს, რომლის დროსაც ბაიდენმა იგი 11 სექტემბრის ტერაქტს შეადარა და თქვა, რომ მათ ძლიერი თურქეთი ესაჭიროებათ



მსგავსი ინფორმაციები