ართვინში ოპოზიციური პარტიის ლიდერს თავს დაესხნენ
ართვინში რესპუბლიკური სახალხო პარტიის CHP-ს გენერალურ თავმჯდომარე ქემალ ქილიჩდაროღლუს ესკორტს ცეცხლი გაუხსნეს
ართვინში რესპუბლიკური სახალხო პარტიის CHP-ს გენერალურ თავმჯდომარე ქემალ ქილიჩდაროღლუს ესკორტს სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი სამხედრო დაიღუპა.
ესკორტის დაცვაზე პასუხისმგებელმა ჟანდარმებმა თავდასხმაზე მაშინვე საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა და ორი სამხედრო დაიჭრა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ და დასძინა, რომ თავდასხმა ტერორგანიზაცია PKK-ს წევრებმა განახორციელეს. მისივე თქმით, ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო და თავდასხმის მომწყობ სულმდაბალ ადამიანებს აუცილებლად დააკავებენ.
მომხდართან დაკავშირებით სოციალური ქსელების მეშვეობით განცხადება გააკეთა პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ ქალინმა, რომელშიც იგი რესპუბლიკური სახალხო პარტიის გენერალურ თავმჯდომარე ქილიჩდაროღლუზე განხორცილებულ თავდასხმას უმკაცრესად გმობს, შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დაღუპული სამხედროს ოჯახს კი სამძიმარს უცხადებს.
რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადაყვანილი.
ზოგიერთ სატელევიზიო არხს ტელეფონით დაუკავშირდა ქილიჩდაროღლუ და განაცხადა, რომ ის და მასთან ერთად მყოფი ადამიანები კარგად არიან.
რესპუბლიკური სახალხო პარტიის საპარლამეტო ფრაქციის თავმჯდომარემ იზგურ ოზელმა კი განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, დემოკრატიული წყობის დაცვას გააგრძელებენ.
ამავდროულად, ქილიჩდაროღლუს ტელეფონით დაუკავშირდა პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი, პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიკითხეს.