ერდოღანის აზრით გაზიანთეფის ტერაქტი დაიშის ნახელავია

“დაღუპულთა შორის ბავშვებიც მრავლად არიან“

556486
ერდოღანის აზრით გაზიანთეფის ტერაქტი დაიშის ნახელავია

სტამბოლში ჩასულმა ერდოღანმა შეფასება მისცა რა შაბათს საღამოს ქალაქ გაზიანთეფში მომხდარ ტერაქტს, რასაც 51 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებისაც, თქვა, რომ სავარაუდოდ იგი 12-14 წლის ბავშვმა განახორციელა ან მას განახორციელებინეს.

მისივე თქმით 69  კაციდან 17-ის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა და დაღუპულების და დაჭრილების უმრავლესობას სიირტიდან და ვანიდან ქორწილში ჩამოსულ სტუმრებს წარმოადგენდნენ.

“ჯერ ჯერობით მოპოვებული და ხელთ არსებული მტკიცებულებებით ეს ტერაქტი DAİŞ-ის ხელწერას უფრო ჰგავს. მე ღრმად მივუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, ხოლო დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, განაცხადა პრეზიდენტმა და თურქ ხალხს კიდევ ერთხელ მოუწოდა ერთიანობისკენ და სოლიდარობისკენ.

მისივე თქმით ამ კვირას თურქეთს ეწვევა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯო ბაიდენი და მასთან განიხილავენ ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს მხრიდან განხორციელებულ პუტჩის მცდელობას და მისი ლიდერის ფეტულაჰ გულენის ექსტრადაციის საკითხს.

“გულენის ექსტრადაციის მიზნით ჩვენ 85 ყუთი მასალა უკვე გადავუგზავნეთ ამერიკას და მათი თქმით ვითომც დაწყებული აქვთ ამ გადაგზავნილი საქმეების გამოკვლევა, მაგრამ, ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ამ თემაზე ამერიკის მხრიდან გავრცელებული მესიჯები, მით უმეტეს, რომ ორ ქვეყანას შორის დამნაშავეების ექსტრადაციის შეთანხმება მოქმედებს, რომლის ფარგლებში ანკარამ აქამდე ამერიკის მხრიდან მოთხოვნილი ყველა დამნაშავე ყოველგვარი კითხვისა და მტკიცებულებების მოთხოვნის გარეშე გადასცა, ხოლო ისინი კი ათასგვარ მტკიცებულებებს გვთხოვენ და მე ამ საკითხს მკაცრად დავაყენებ ბაიდენთან შეხვედრაზე“, აღნიშნა ერდოღანმა 



მსგავსი ინფორმაციები