ქორწილი სისხლით მოირწყო

დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

555955
ქორწილი სისხლით მოირწყო

წუხელ, ქალაქ გაზიანთეფში, ერთ ერთი სკოლის ბაღში მოწყობილი საქორწილო ცერემონიის დროს მომხდარ აფეთქებას 50 კაცი ესმხვერპლა, 94 დაიჭრა და  დაღუპულთა და დაჭრილთა შორის ბავშვებიც არიან.

როგორც განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა ამ ოლქიდან მეჰმეტ ერდოღანმა, ასეთ ტერაქტებს რეგიონში ან DEAŞ-ი ანდა PKK-ა აწყობენ და ამიტომ მათ წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდის გააგრძელებენ.

გაზიანთეფის გუბერნატორის ალი იერლიქაიას აზრით ტერაქტი სავარაუდოდ თვითმკვლელმა განახორციელა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ამ სისხლიან აფეთქებასთან დაკავშირებით უფლებამოსილებისაგან დეტალური ინფორმაციები მიიღო, ხოლო პრემიერ ილდირიმის მითითებით აფეთქების ადგილს ჩასული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვიცე პრემიერმა მეჰმეტ შიმშექმა განაცხადა, რომ ასეთი ტერაქტებით თურქეთის დესტაბილიზაციას აპირებენ, ამიტომაც გაზიანთეფელებს პროვოკაციისაგან შორს დადგომა მოსთხოვათ.

“ეს არის დიდი თამაში და მთელი თურქეთი ერთად უნდა დავდგეთ რა, ასეთი შემართებით და სოლიდარობით უნდა მოვაგვაროთ პრობლემები“, აღნიშნა შიმშექმა და დაამატა, რომ მთავრობა გააგრძელებს სრულ კატეგორიულობას ანტიტერორისტულ ბრძოლაში.

გაზიანთებში დელეგაციები გააგზავნეს ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც.

გაზიანთეფში 4 წლის წინ, სწორედ გუშინდელ დღეს, პკკ-ას მიერ განხორციელებულ ტრაქტს 10 კაცი ემსხვერპლა  



მსგავსი ინფორმაციები