პრეზიდენტმა ისლამური სამყაროს არასამთავრობოები მიიღო
“ისლამური სამყაროც გულგრილი დარჩა პუტჩისადმი“

ერდოღანმა გუშინ საღამოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში მიიღო ისლამური სამყაროს არასამთავრობო ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგენლები და მათ წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ამ ბოლო ხანებში ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK-ს გახშირებული თავდასხმების უკანაც ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია დგას, რასაც არ უნდა დიდი წინასწარმეტყველება. მაგალითად კი მოიყვანა გუშინ ელაზიღში, ვანში და ბიტლისში ზედიზედ მომხდარი ტერაქტები, რასაც რამდენიმე სამოქალაქო პირთან ერთად 3 ძალოვანის მსხვერპლი მოჰყვა და ასობთ კი დაიჭრა.
“ამ თავდასხმების მიზანია სისხლისღვრა, ტკივილის მიყენება, სტაბილურობის დარღვევა და თურქი ხალხის დაშინება, მაგრამ, ამას ვერ ეღირსებიან ვერც ტერორისტები და ვერც მათი წამქეზებლები“, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ ანკარისათვის FETÖ ისეთივე ტერ ორგანიზაციას წარმოადგენს, როგორებსაც წარმოადგენენ PKK-ა და DAİŞ-ი და მათ შორის სახელწოდებების გარდა არავითარ განსხვავებას არ აქვს ადგილი.
პრეზიდენტის თქმითვე ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ ყველა ფრონტზე და ბოლომდის გააგრძელებენ რა, ამ მხრივ ნურავინ ნუ ეცდება ანკარისათვის გზის ჩვენებას. მანვე კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმო დასავლეთის გულგრილობა პუტჩის მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ საჯარო დაწესებულებებში მომუშავე ფეტოელების მიმართ მხოლოდ კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.
“სხვათა შორის ისლამური სამყაროც არ აღმოჩნდა სათანადო დონეზე და თითებზე ჩამოსათვლელი ნამდვილი მეგობარი ქვეყნის გარდა 15 ივლისის სამხედრო ამბოხების წინააღმდეგ ხმა არავინ არ ამოიღო, რამაც ძალიან გაგვაკვირვა და ამასთან ნამდვილად იმედგაცრუებული დავრჩით მთელი ისლამური სამყაროსგან“, აღნიშნა პრეზიდენტმა.
სირიის ოპოზიციისადმი ყველანაირ მხარდაჭერაზე საუბრისას, რათა ისინი ეფექტურად შეებრძოლონ DAİŞ-ს, ხაზი გაუსვა, რომ კოალიციის თვითმფრინავებიდან ოპოზიციისადმი ჩამოგდებული სამხედრო იარაღები ქურთული ტერ ორგანიზაციების PKK-ს, YPG-ს და DAİŞ-ის ხელში ხვდება და ისინი კი ამ იარაღს თურქეთის წინააღმდეგ იყენებენ, რისი დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულებები აქვთ.
ბოლოს პრეზიდენტი გულენის ექსტრადაციის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ საკითხებში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში აუცილებლად უნდა მოახდინოს ვაშინგტონმა მისი გადმოცემა, რათა იგი თურქეთში გასამართლდეს და აქ მიიღოს საკადრისი სასჯელი
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტი ერდოღანი ქაჰრამანმარაშში იფთრის პროგრამას დაესწრო
პრეზიდენტი ერდოღანი ქაჰრამანმარაშში იფთრის პროგრამას დაესწრო