ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა სანქტ პეტერბურგში მდებარე კონსტანტინოვის სასახლეში შედგა

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით რუსეთში იმყოფება

548436
ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა სანქტ პეტერბურგში მდებარე კონსტანტინოვის სასახლეში შედგა

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით რუსეთში იმყოფება.

ერდოღანი პუტინს 24 ნოემბერს თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ პირველად შეხვდა.

ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა სანქტ პეტერბურგში მდებარე კონსტანტინოვის სასახლეში შედგა.

ლიდერებმა პირისპირი და გაფართოებული შეხვედრის დაწყებამდე პრესისათვის მოკლე განცხადებები გააკეთეს.

პუტინის განცხადებით, თვითმფრინავის კრიზისის შემდეგ ურთიერთობები შენელდა, მაგრამ 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ მან ერდოღანს ერთ-ერთმა პირველმა დაურეკა.

„დღეს კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთში. ორმხრივი ურთიერთობების პირისპირ განსახილველად შექმნილი ამ შესაძლებლობის გამო მადლობას გიხდით.“

ერდოღანმა კი დასძინა, რომ ორი ქვეყნის ისედაც დადებით პროცესში შესული ურთიერთობები გადასადგმელი ნაბიჯებით კიდევ უფრო განსხვავებულ ეტაპზე გადავა.

მან კმაყოფილება გამოთქვა 15 ივლისს პუტინის სატელეფონო ზარის გამო და დაამატა, რომ დღევანდელი შეხვედრა თავის წვლილს შეიტანს რეგიონის პრობლემების მოგვარებაში.

ერდოღანი და პუტინი შეხვედრების ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პუტინი , #თურქეთი , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები