ქალინმა ინტერვიუ მისცა არაბულ El Cezire-ს

იგი გულენის ექსტრადაციის საკითხს შეეხო

545355
ქალინმა ინტერვიუ მისცა არაბულ El Cezire-ს

პრეზიდენტის პრეს წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა ინტერვიუ მისცა არაბულ El Cezire-ს ტელეარხს და თქვა, რომ ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს ლიდერის ფეტულაჰ გულენის ექსტრადაციის საკითხში სრულ თანამშრომლობას ელიან ამერიკასთან და საქმის გაიოლების მიზნით უახლოეს დღეებში ექსტრადაციის საკითხთან დაკავშირებით კიდევ 1 საქმეს გადაუგზავნიან ამერიკას.

“ჩვენ გვჯერა და იმედი გვაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობისა და შეთანხმებების ფარგლებში ამერიკა შეასრულებს ანკარის მოთხოვნას და მოქმედი კანონმდებლობის ეგიდით მოახდენს გულენის გადაცემას თურქეთისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ორი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობები დაზარალდება“, განაცხადა ქალინმა და დაამატა, რომ გულენის არ გადმოცემის შემთხვევაში იგი მისი მფარველის როლში შევა და ამისათვის ამერიკას თურქი ხალხისათვის საჭირო ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწევს



მსგავსი ინფორმაციები