ერდოღანმა განვითარებული მოვლენები TRT-ს ეთერით შეაფასა

ერდოღანმა FETÖ/PDY-ს 15 ივლისის ვერაგული გადატრიალების მცდელობა და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები TRT-ს ეთერით შეაფასა

545217
ერდოღანმა განვითარებული მოვლენები TRT-ს ეთერით შეაფასა

პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაიწყო ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) სეპარატისტულ PKK-ს, სირიის განშტოება PYD-ს და დაიშის მსგავს ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამომჟღავნება.    

ერდოღანმა ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალალური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) 15 ივლისის ვერაგული გადატრიალების მცდელობა და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები TRT-ს ეთერით შეაფასა.

პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც მომხდარი მისი სიძისგან შეიტყო და მოსახლეობას „მოედნებზე გამოსვლისაკენ“ მოუწოდა, ვითრება სწრაფად შეიცვალა საპირისპიო მიმართულებით.  

ერდოღანმა ისაუბრა მოგვიანებით მეამბოხეთა F-16-ების შევიწროებით და სარისკო მოგზაურობთ სტამბოლში ჩასვლაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მისი მეუღლე, ქალიშვილი და სიძე (ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირაქი) მტკიცედ იყვნენ და მხოლოდ პატარა შვილიშვილებს სჭირდებოდათ დროდადრო დამშვიდება.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმაზე თუ 2010 წლიდან დღემდე რამდენად ფართოა ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია და საკუთარი თავის გარდა სხვას სიცოცხლის უფლებას არ აძლეევენ რა როცა 15 ივლისის ღამეს ამბოხის შესახებ პირველი ინფორმაცია მიიღო ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ ეჭვმიტანილები სწორედ ამ ორგანიზაციიდან იყვნენ.   

ერდოღანის განცხადებით, ამ ეტაპზე ამ ორგანიზაციის წევრებისაგან თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და სხვა ორგანიზაციების გაწმენდა დაიწყეს, კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედება არ განხორციელდება, თუმცა არც ერთს არ შეიბრალებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ამ ღამის შეჰიდების (სამშობლოსთვის დაღუპულთა) და დაჭრილების ღალატი.  

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სადაზვერვო სამსახურების ერთ ჭერ ქვეშ გასაერთიანებლად მუშაობა მიმდინარეობს და ახლო მომავალში მთავრობა შეფასებას გააკეთებს. მან FETÖ სიმსივნის უჯრედებს შეადარა და დაამატა: „იმისათვის, რომ ვთქვათ საფრთხემ ჩაიარა, ამ სიმსივნიანი ყველა უჯრედის მოსპობაა საჭირო.“

პრეზიდენტი 15 ივლისის ღამეს მოედნებზე გამოსული და სამშობლოსათვის დაღუპული გმირების ოჯახის წევრთა გზავნილებს ეთერის დროს თვალცრემლიანი უსმენდა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ დასავლური ქვეყნებიდან ჯერ კიდევ ერავინ ჩამოსულა და ადგილზე არ უნახავს აქ რა ხდება.

მისი თქმით, დასავლეთს თურქეთის გაძლიერება არ სურს, ასეთ პროცესშიც კი მათ, ვინც დაურეკა 15 ივლისს დაღუპულ 239 ადამიანზე არც კი უსაუბრიათ და მწვავე რეაქცია გამოხატა დაკავებულთა და სამსახურებიდან გათავისუფლებულებთან დაკავშირებით მათ მიერ შეშფოთების გამოხატვაზე.  

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკის დაარსების მეასე წლის, 2023 წლისაკენ სვლა მტკიცე ნაბიჯებით გაგრძელდება და ეკონომიკურ მსვლელობაში, ფინანსურ სფეროსა და ბაზრებზე რაიმე პრობლემა არ არსებობს.

მისი თქმით, ორგანიზაციის სხვა 170 ქვეყანაში არსებული სკოლების დახურვა დაიწყო და თუ ზომები არ გატარდება ამ ქვეყნებშიც პრობლემები შეიქმნება.

რეჯებ თაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ FETÖ-ს ლიდერის თურქეთში ექსტრადირებისათვის მომდევნო დღეებში აშშ-ში შეხვედრები გაიმართება და სურთ ეს პროცესი ვაშინგტონმა არ გაწელოს.

ტერორისტი ლიდერის გაქცევის შესაძლებლობაზე საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს უკვე აშშ-ს პასუხისმგებლობაა და ასეთ ვითარებას რა ახსნას მოუძებნიან.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთში ახლო წარსულში მომხდარი ყველა პრობლემის FETÖ-სთან დაკავშირებაც სწორი არ იქნება და დაამატა: „ამ პირობებს ამდენად ნუ გავაზვიადებთ, ამდენი მოცულობა მას არ აქვს.“

მან ასევე დასძინა, რომ წინა წლებში FETÖ-ს ლიდერი თურქეთში მიიწვია, მაგრამ მან ამაზე უარი თქვა, რადგანაც ამერიკაში ეგონა, რომ უფრო მეტად ლეგენდად იქცეოდა, ხოლო თურქეთში რომ დაბრუნებულიყო ეშინოდა, რომ მის ნამდვილ სახეს დაინახავდნენ.

ერდოღანმა ასევე ისაუბრა 9 აგვისტოს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე და დაამატა, რომ ეს ვიზიტი 24 ნოემბერს დაწყებული თვითმფრინავის კრიზისის შემდეგ შექმნილი უარყოფითი პერიოდის გადალახვაში წვლილს შეიტანს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სირიის კრიზისი იქნება.



მსგავსი ინფორმაციები