ილდირიმმა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი მიიღო

პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი მიიღო

544779
ილდირიმმა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი მიიღო

პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი მიიღო.

ილდირიმმა, ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY)-ს 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის დაგმობისა და სოლიდარობის გამოსახატავად განხორციელებული იაგლანდის ვიზიტის გამო კმაყოფილება გამოხატა და დაამატა, რომ FETÖ/PDY-ს ამბოხის მცდელობა ერთობლივად იქნა დაძლეული და ამ პროცესიდან დემოკრატია კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდა.

ტორბიორნ იაგლანდმა კი აღნიშნა, რომ მისი აზრით, ევროპაში ზუსტად ვერ გაიგეს რა მოხდა თურქეთში და როცა კან დაბრუნდება თურქეთში გამართული შეხვედრების თაობაზე ევროსაბჭოს წევრ ყველა ქვეყანას ინფორმაციას მიაწვდის და თურქეთთან ახლო თანამშრომლობას ისევ გააგრძელებენ.



მსგავსი ინფორმაციები