გრძელდება აშშ-ში შეხვედრები

დელეგაცია, ვაშინგტონში შეუერთდა თურქეთ-ამერიკის საბჭოს მრგვალი მაგიდის დიალოგს

543818
გრძელდება აშშ-ში შეხვედრები

გრძელდება თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) საგარეო საქმეთა სამინისტროს კომისიის წევრების წარმომადგენლების, ფეტოს ტერ-ორგანიზაციის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან და შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით,  აშშ-ში შეხვედრები.

კომისიის თავჯდომარის და სამართლიანობა განვითარების პარტიის მალათიის ერის რწმუნებულის თაჰა ოზჰანის, ამავე პარტიის ქაჰრამანმარაშის ერის რწმუნებულის მაჰირ უნალის, რესპუბლიკური სახალხო პარტიის სტამბოლის ერის რწმუნებულის    ოღუზ ქაან სალიჯის, ნაციონალური მოძრაობის პარტიის ერზრუმის ერის რწმუნებულის ქამილ აიდინის შემადგენლობის დელეგაცია ვაშინგტონში შეუერთდა თურქეთ-ამერიკის საბჭოს მრგვალი მაგიდის დიალოგს.

წარმომადგენლები შემდეგ გადავიდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჯერ შეხვდნენ სამინისტროს დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში პასუხისმგებელ მრჩეველს ტომ ვალინოვსკის, შემდეგ ევროპის და ევრაზიის საქმეებში პასუხისმგებელ მრჩეველს ვიქტორია ნულანდს.

კომისიის თავჯდომარემ ოზჰანმა შეხვედრების შემდეგ განცხადებაში, აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხვედრებში, თანამოსაუბრეებთან FETÖ-ს ტერ-ორგანიზაციის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან და შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს. მოითხოვეს ტერ-ორგანიზაციის ლიდერის ფეტულაჰ გულენის ექსტრადაცია.

 აღნიშნა, რომ აშშ-ი, მკაფიოდ გამოკვეთეს, რომ მზად არიან თურქეთთან თანამშრომლობისთვის. მომხდართან დაკავშირებით გამოთქვეს მწუხარება. ფეტულაჰ გულენის ექსტრადაციის შესახებ კი, აღნიშნეს, რომ ეს არის სამართლებრივი პროცესი.

ოზჰანის განცხადებით თვითონ კი, თანამოსაუბრეებს გაახსენათ 1981 წელში თურქეთ-აშშ-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმება და ექსტრადაციის მომცველი მე-9-ე და მე-10-ე მუხლები. ისიც დაამატა, რომ აუცილებელი იქნება სასამართლო პროცესი. უპ. ყოვლისა საჭიროა FETÖ-ს ლიდერის, როგორც ორგანიზაციასთან ისე, წევრებთან კონტაქტების გაწყვეტა. ადრინდელი ექსტრადაციების მსგავსად დამნაშავის შესახებ პირველი ჩარევს, ე.ი მეთვალყურეობაში აყვანა, გარემოსთან კონტაქტის გაწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

თაჰა ოზჰანის განცხადებით, ისიც აღნიშნეს, რომ ფეტულაჰ გულენის ექსტრადაციამ ჩიხში არ უნდა მოაქციოს თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობები.

დელეგაციას, შეხვედრები ექნება აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში და პენტაგონშიც.



მსგავსი ინფორმაციები