ილდირიმი სიტყვით გამოვიდა თავისი პარტიის საპარლამენტო ფრაქციაზე

"თურქეთი უფსკრულს გადაურჩა"

543323
ილდირიმი სიტყვით გამოვიდა თავისი პარტიის საპარლამენტო ფრაქციაზე

პრემიერი ილდირიმი დღეს სიტყვით გამოვიდა თავისი საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატების წინაშე და კიდევ ერთხელ შეფასება მისცა რა 15 ივლისის პუტჩის მცდელობას, თქვა, რომ იმ ღამეს თურქეთი უდიდეს კატასტროფას და ტრაგედიას გადაურჩა რა, ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა ერდოღანის მოწოდებით მოედნებზე გამოსულმა ხალხის გმირობამ და თავდადებამ.

მისივე თქმით პუტჩის პირველი საათებიდანვე ქვეყნის პროკურორები მოქმედებაზე გადავიდნენ და ამით პუტჩისტების წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებებიც დაიწყო. პრემიერის თქმით ამ პერიოდში არც რაიმე ვაკუუმი და არც რაიმე პრობლემა წარმოქმნილა ქვეყნის ეკონომიკაში, როცა ასეთი პუტჩების დროს საერთოდ ინგრევა ამ ქვეყნების ეკონომიკები.

“პუტჩი პარასკევს დაიწყო და უკვე ორშაბათს თურქეთის ყველა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაცია-დაწესებულებამ ნორმალური მუშაობა დაიწყო, თითქოსდა ქვეყანაში არაფერი მომხდარიყოს და ასე გრძელდება დღესაც, ასე რომ, არავითარ საგანგებო მდგომარეობას ადგილი არ აქვს ეკონომიკის არც ერთ სფეროში“, ხაზგასმით აღნიშნა ილდირიმმა.

მანვე დადებითი შეფასება მისცა ერდოღანის მხრიდან 7 აგვისტოსათვის დაგეგმილი იენიკაფის მიტინგზე ოპოზიციის ლიდერების მიწვევას და თქვა, რომ ყველანი ხალხთან ერთად იდგმებიან ამ მიტინგზე და ისტორიაში ყველაზე ხალხმრავალ გამოსვლას დემოკრატიულ მოაწყობენ.

“7 აგვისტო ერთიანობის, თანასწორობის და სოლიდარობის დღე იქნება და პირადად მეც ვეპატიჟები ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ამ მიტინგზე“, განაცხადა პრემიერმა და დაამატა, რომ ფეტულაჰის ტერ ორგანიზაციის პარალელურად პკკ-ას ტერ ორგანიზაციასაც ძირ ფესვიანად ამოძირკვავენ ანატოლიის მიწებიდან, რის შემდეგ ეს ქვეყანა კიდევ უფრო სტაბილური და უსაფრთხო გახდება



მსგავსი ინფორმაციები