ამერიკელმა გენერალმა დანგრეული პარლამენტი მოინახულა

ანკარამ დანფორდსაც მოსთხოვა გულენის გადმოცემა

542911
ამერიკელმა გენერალმა დანგრეული პარლამენტი მოინახულა

ინჯირლიკის სამხედრო ბაზიდან ანკარაში გადმოსულ აშშ-ს არმიის გენერალური შტაბის უფროს ჟოზეფ დანფორდს პირველი შეხვედრა აქ თურქმა კოლეგამ ჰულუსი აქარმა მოუწყო რა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივენი ეწვივნენ და მოინახულეს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი, რომელიც დაბომბეს 15 ივლისის პუტჩის მცდელობის დროს.

გენერლებს ამ დროს თან ახლდათ აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანკარაში ჯონ ბასსიც და ყველანი შემდეგ მიიღო პარლამენტის თავჯდომარემ ისმაილ კაჰრამანმა.

მიღების დროს ამერიკელმა გენერალმა დაგმო პუტჩი და ამასთან დაღუპულების გამო სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს.

პარლამენტიდან დანფორდი  პრემიერის ჩანქაიას რეზიდენციაში გადავიდა და აქ მას პირისპირი შეხვედრა მოუწყო პრემიერმა ილდირიმმა.

შეხვედრის დროს ილდირიმმა ფეტულაჰ გულენის ხელმძღვანელობით 15 ივლისს განხორციელებულ სამხედრო გადატრიალების მცდელობას თურქი ხალხისადმი დღემდე მიმართული ყველაზე უდიდესი საფრთხე უწოდა, თუმცა, მისივე თქმით ამ მოღალატური მოვლენიდან თურქი ერიც და სახელმწიფოც უფრო ძლიერი გამოვიდა. 

“თურქეთისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოკავშირე შეერთებული შტატების მხრიდან პუტჩისადმი თავისი პოზიციის ღია დაფიქსირებას და კონკრეტულ შეფასებას“, განაცხადა პრემიერმა და დაამატა, რომ პუტჩში მონაწილეების მიმართ მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს სამართლებრივი ნორმები განხორციელდება, ხოლო ამერიკისგან კი პუტჩის ორგანიზატორის და  ტერ ორგანიზაცია FETÖ-ს ლიდერის, პენსილვანიაში მცხოვრები ფეტულაჰ გულენის და მისი ტერ ორგანიზაციის წევრების  თურქეთისათვის რაც შეიძლება  სწრაფ გადმოცემას ელიან.

ამერიკელმა გენერალმა კი მკაცრად დაგმო რა სამხედრო გადატრიალების მცდელობა, აღნიშნა, რომ მისი ეს ვიზიტი სწორედ რომ მიზნად ისახავს ამერიკისა და მისი ხელისუფლების სოლიდარობას და მხარდაჭერას თურქი ხალხისადმი და მისი მთავრობისადმი.

“აშშ-ი სრულ მხარდაჭერას გამოთქვამს თურქეთის დემოკრატიული სისტემისადმი, ხოლო ამის პარალელურად ვაშინგტონი როგორც ადრე, ახლაც და მომავალშიც აპირებს ანკარასთან თანამშრომლობის გაგრძელებას როგორც სამხედრო, ასევე სხვა სფეროებშიც“, ხაზი გაუსვა დანფორდმა



მსგავსი ინფორმაციები