ჩავუშოღლის სატელეფონო დიპლომატია გრძელდება

ჩავუშოღლი, ტელეფონით შეხვდა გერმანელ კოლეგას ფრანკ ვალტერ სტეინმეიერს

540949
ჩავუშოღლის სატელეფონო დიპლომატია გრძელდება

გრძელდება საგარეო საქმეთა მინისტრის ჩავუშოღლის სატელეფონო დიპლომატია.

ჩავუშოღლიმ, სატელეფონო საუბარი ჩაატარა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეიხ ჰალიდ ბინ აჰმედ ბინ მუჰამედ ელ ჰალიფესთან.

შეხვედრა განხორციელდა ბაჰრეინელი მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე. ელ ჰალიფემ, 15 ივლისის მზაკვრული პუტჩის მცდელობასთან დაკავშირებით, მხარდაჭერა გამოთქვა თურქეთის დემოკრატიული პროცესის და ხალხის მხრიდან არჩეული მთავრობის მიმართ. თანადგომა გამოუცხადა თურქეთს.  

ჩავუშოღლიმ ბაჰრეინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, შეხვედრაზე, განიხილა ორმხრივი ურთიერთობები და წინამდებარე პერიოდში გათვალისწინებული მაღალი დონის ვიზიტების თარიღები. აზრთა მიმოცვლა მოხდა თურქეთ-სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს, საგარეო საქმეთა მინისტრების მეხუთე სტრატეგიული დიალოგის სხდომის შესახებ.

ჩავუშოღლი, ტელეფონით შეხვდა გერმანელ კოლეგას ფრანკ ვალტერ სტეინმეიერს.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, შეხვედრის მოთხოვნა გამოითქვა მოპირდაპირე მხრიდან. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები.

ამავე დროს, გერმანიის ანკარის ელჩი მარტინ ერდმანი, ეწვია თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისს, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა  15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს.

მას, მეგზურობა გაუწია, მეჯლისის ადამიანის უფლებების საგამოძიებო კომისიის თავჯდომარემ მუსტაფა იენეროღლიმ.

შეხვედრის შემდეგ, ერდმანმა, გერმანიის საელჩოს ოფიციალური სოციალური ქსელის საშუალებით, მეჯლისის ფოტოსურათები გაავრცელა და შემდეგი სიტყვები დაწერა:-მეჯლისის მსგავსი მყარი შენობის, F-16-ი თვითმფრინავებით ამგვარი დაზიანება, ცხადყოფს ძალმომრეობის სიძლიერეს, მადლობა ღმერთს რომ მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.



მსგავსი ინფორმაციები