შიმშეკი, ზეიბექჩი, რუსეთი

ვიცე პრემიერმა მეჰმედ შიმშეკმა და ეკონომიკის მინისტრმა ზეიბექჩიმ, შეხვედრები ჩაატარეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში

538707
შიმშეკი, ზეიბექჩი, რუსეთი

ვიცე პრემიერმა მეჰმედ შიმშეკმა და ეკონომიკის მინისტრმა ზეიბექჩიმ, შეხვედრები ჩაატარეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში.

შეხვდნენ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს ალექსეი ულუკაევს და ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრე ნოვაკს.

შიმშეკმა, აღნიშნა, რომ განიხილეს უკანასკნელ 8 თვეში წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტა და ურთიერთობების განვითარება. სურთ რუსეთთან ახალი ეტაპის დაწყება.

ნუჰათ ზეიბაქჩის თქმით, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან ულუკაევთან, 6 აგვისტოს კვლავ ექნებათ შეხვედრა სტამბოლში. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრთან და შერეული ეკონომიკური კომისიის თანა თავჯდომარე ალექსანდრე ნოვაკთან კი სამიტს გამართავენ ოქტომბერში, კვლავ სტამბოლში.

გარდა ამისა, რუს უფლებამოსილებს გააცნეს თურქი მოქალაქეებისთვის ცალმხრივად დაწესებული ვიზების გაუქმების საკითხიც.   

შიმშეკი და ზეიბექჩი, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების დაჩქარებისთვის, გუშინ იმყოფებოდნენ მოსკოვში.

 



მსგავსი ინფორმაციები