ქილიჩდაროღლუმ დაბომბილი სპეცდანიშნულების ნაწილი მოინახულა
“ამერიკამ გულენი აუცილებლად უნდა გადმოსცეს თურქეთს“
ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ ეწვია და მოინახულა ანკარის გოლბაშის რაიონში მდებარე სპეცდანიშნულების ნაწილი, რომელიც 15 ივლისი ღამეს პუტჩისტებმა დაბომბეს და აქ შეჰიდი გახდა 50 პოლიციელი.
აქ პრესის წინაშე სიტყვით გამოსულმა ქილიჩდაროღლუმ თქვა, რომ კაცთ მკვლელი ფეტულა გულენი, რომელიც ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY-ს ლიდერია, ამერიკამ აუცილებლად უნდა გადმოსცეს თურქეთს, რათა იგი სასამართლოს წარუდგეს და დამსახურებული სასჯელი მიიღოს.
იგი შეეხო გუშინდელ შეხვედრას პრეზიდენტ ერდოღანთან და თქვა, რომ დემოკრატიული კულტურის განვითარების მხრივ მეტად მნიშვნელოვანი დიალოგი ჰქონდათ.
“პუტჩის ღამეს ყველანი ქუჩაში გამოვედით და დავიცავით ხალხის ნება და დემოკრატია. პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციის ლიდერების მიღებით და მათი მოსმენით ერდოღანმა მეტად დადებითი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ პრეზიდენტს, თუ სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხში კონსტიტუციაში ცვლილება იქნება გატარებული. მე მგონი უახლოეს დღეებში ოპოზიცია და ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეიკრიბება და ერთობლივად განვიხილავთ გადასაწყვეტ პრობლემებს“, განაცხადა ქილიჩდაროღლუმ და დაამატა, რომ მიესალმება გულენის ექსტრადაციის მიზნით ორი თურქი მინისტრის ამერიკაში ჩასვლას და მოლაპარაკებების გამართვას