ამერიკელი და თურქი გენერლები ტელეფონით ესაუბრნენ ერთმანეთს

აქარს გულენის ექსტრადაციის საკითხში დახმარება უთხოვნია

538985
ამერიკელი და თურქი გენერლები ტელეფონით ესაუბრნენ ერთმანეთს

 

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროს, არმიის გენერალ ჰულუსი აქარსა და მის ამერიკელ კოლეგა ჟოზეფ დუნფორდს შორის რამდენჯერმე გამართულა სატელეფონო კავშირი.

პირველი კავშირის დროს დუნფორფდს 15 ივლისს, ფეტულლაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს მხრიდან განხორციელებული პუტჩის მცდელობის კვალდაკვალ უცდია აქართან დაკავშირება, მაგრამ, ეს სატელეფონო კავშირი თურქი გენერლის მოუცლელობის გამო არ შემდგარა.

ორი დღის შემდეგ კი, როგორც კი მოუცლია თურქ გენერალს, დაურეკია ამერიკელი კოლეგისათვის და ამ უკანასკნელს სამძიმარი გამოუცხადებია პუტჩის დროს დაღუპულების გამო, ხოლო ამის პარალელურად კი ინჯირლიკის და დიარბაქირის სამხედრო ბაზებზე ელექტროენერგიის და საწვავის უქონლობის შესახებ უთქვია, რის შემდეგაც საქმეში აქარი ჩარეულა და ეს პრობლემები მოგვარებულა.

ამის შემდეგ აქარისათვის მადლობის გადახდის მიზნით დუნფორდს კვლავ დაურეკია თურქი კოლეგისათვის რა, ამ უკანასკნელს ამერიკელი გენერლისგან ფეტულაჰ გულენის თურქეთისათვის ექსტრადაციის საკითხში დახმარება უთხოვნია  



მსგავსი ინფორმაციები