პუტჩისტებს სათადარიგო გეგმაც ჰქონიათ

18 ივლისს ქვეყნის ლიდერები უნდა ამოეხოცათ

537015
პუტჩისტებს სათადარიგო გეგმაც ჰქონიათ

დადგინდა, რომ ფეტოელებს 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში,  სათადარიგო, ე.ი. ბ გეგმა შეუდგენიათ და მისით, 18 ივლისს, პრეზიდენტის დაცვის წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე თურმე ისეთ თავდასხმას მოაწყობდნენ, რომლის დროსაც დაცხრილავდნენ ამ ცერემონიაზე მყოფ ყველას, მათ შორის თურქეთის ლიდერებს და მაღალჩინოსნებს.

ამ ცერემონიაზე კი პრეზიდენტ ერდოღანის გარდა იქნებოდნენ ასევე პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები.

ფეტოელების გეგმით ერთ თვითმკვლელს პროტოკოლის წევრები უნდა დაეცხრილა, ხოლო სხვები ფეტოელები კი კვალის დაფარვის მიზნით თავდამსხმელს ლიკვიდირებას გაუკეთებდნენ, ხოლო ამ ყველაფრის დასასრულს კი თავდამსხმელს შიზოფრენად გამოაცხადებდნენ და ყველაფერს მას გადააბრალებდნენ



მსგავსი ინფორმაციები