პუტჩის წინააღმდეგ გრძელდება უარყოფითი რეაქციები

გრძელდება ფეტოს ტერ-ორგანიზაციის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ მსოფლიოს უარყოფითი რეაქციები

536206
პუტჩის წინააღმდეგ გრძელდება უარყოფითი რეაქციები
paris fetö protesto.jpg
paris fetö protesto.jpg

გრძელდება ფეტოს ტერ-ორგანიზაციის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ მსოფლიოს უარყოფითი რეაქციები.

კანადის, საფრანგეთის და მაკედონიის დედაქალაქებში შემდგარი აქციებით გაპროტესტებულ იქნა პუტჩისტების მცდელობა.

კანადის ქალაქ ტორონტოში, თავიანთი სამშობლოსგან 10 ათასობით კმ-ით შორს, საკონსულოს წინ შეკრებილმა ასობით თურქმა, ხელში დროშებით დაგმეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. ეიფელის კოშკის მიმდებარე ტროკადეროს მოედანის აქციას, შეუერთდნენ თურქი და ფრანგი მოქალაქეები. სახელმწიფო ჰიმნით, ხელში თურქული დროშებით და პანკარტებით დაწყებულ აქციაზე, გაავრცელეს ლოზუნგი:-„არასდროს მოკვდებიან გმირები, არასდროს მოკვდება სამშობლო“, „უნდა შემოღებულ იქნას სიკვდილის სასჯელი“, „ყველაფერი სამშობლოსთვის“, „დასცხეთ იკვნესოს და ისმინოს ფეტომ“, ეცით პატივი ხალხის ნებას“, „დემოკრატიის სადარაჯოზე ვართ“, „არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება ვერ წავა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით“.

  მაკედონიის დედაქალაქ სკოპიაში, აქცია ჩატარდა თურქეთის საელჩოს წინ. ფეტოსთან დაკავშირებული კოლეჯის ერთმა ნაწილმა კურსდამთავრებულმა დიპლომების დაწვით გამოთქვეს თავიანთი პროტესტი. ოჯახების გასაგონად, გამოთქვეს მოწოდება არ მიიყვანონ შვილები ფეტოს სკოლებში, ნუ დაუშვებენ მათ მიერ ჩადენილ შეცდომას.

მსგავსი აქციები ჩატარდა ერაყის ქალაქ ერბილის თურქმენული ფრონტის შენობის წინ. თურქმენებმა მწვავედ დაგმეს ინციდენტი. მოხსენებაში ერაყის თურქმენული ფრონტის ერბილის დეპუტატმა აიდინ მარუფმა აღნიშნა, რომ პირველივე დღიდან დაგმეს ინციდენტი და გვერდში უდგანან დემოკრატიის მორიგე ძმებს.



მსგავსი ინფორმაციები