პრეზიდენტი, ლოზანის ხელშეკრულება
მუხანათური თავდასხმის წინააღმდეგ ერის გამოჩენილი შემართება, ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ წინამდებარე პროცესში, გააგრძელებენ დემოკრატიის, დამოუკიდებლობის და განვითარების გზით წინსვლას
პრეზიდენტმა რ.თ ერდოღანმა, ლოზანის ხელშეკრულების 93-ე წლისთავთან დაკავშირებით, მესიჯი გაავრცელა. ყურადღება გაამახვილა 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ ხალხის გამოჩენილ გამბედაობაზე და აღნიშნა, რომ ყველანაირი მუხანათური თავდასხმის წინააღმდეგ ერის გამოჩენილი შემართება, ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ წინამდებარე პროცესში, გააგრძელებენ დემოკრატიის, დამოუკიდებლობის და განვითარების გზით წინსვლას.
გამოკვეთა, რომ ამ დღეებში, ეროვნული ნების და დემოკრატიის ჩათვლით, უფრო კარგად გაიგეს, თურქეთის რესპუბლიკის ძირითადი პრინციპების ღირებულებების მნიშვნელობა. ძვირფასი ხალხი, თავის არჩეული წარმომადგენლების ხელით, განმანთავისუფლებელი ბრძოლის სულისკვეთებით, ერთობით, სოლიდარობით და თანადგომით მოახდენს მისი ნების წინააღმდეგ მიმართული ყველანაირი პუტჩის მცდელობისთვის პასუხის გაცემას. ამის ნათელი დადასტურებაა უკანასკნელი მოვლენა.
ერდოღანმა გამოკვეთა, რომ ლოზანის ხელშეკრულება არის თურქეთის რესპუბლიკის დაფუძნების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც დაეუფლა რწმენით, გამბედაობით და მსხვერპლით მოპოვებული გამარჯვებით. მისით შესძლო რეგიონში, დიპლომატიის და საერთაშორისო სამართალის დარეგისტრირება. ეს ხელშეკრულება ატარებს, ჩვენი, ახლად შექმნილი სახელმწიფოს ტაპუს მნიშვნელობას. 93 წლის შემდეგ, თურქეთის რესპუბლიკამ შესძლო ეკონომიკაში, ევროპის ყველაზე დიდ მეექვსე სახელმწიფოდ, მსოფლიოში, ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე მე-17 სახელმწიფოდ გადაქცევა.
2023 წლის მიზნის განხორციელებას კი, 2053 და 2071 ხედვის შესაბამისად, ვერავითარი ძალა ვერ დაუდგება წინ-თქვა ერდოღანმა.