გრძელდება ტერ-ორგანიზაცია ფეტოს წინააღმდეგ მსოფლიოს მწვავე რეაქცია

ჰუსეინ ოზგურგუნუს განცხადებით, თურქმა ხალხმა, მისთვის დამახასიათებელი გამბედაობით შესძლო დემოკრატიის დაცვა

533397
გრძელდება ტერ-ორგანიზაცია ფეტოს წინააღმდეგ მსოფლიოს მწვავე რეაქცია

გრძელდება ტერ-ორგანიზაცია ფეტოს წინააღმდეგ მსოფლიოს მწვავე რეაქცია.

ჩკთრ პრემიერ მინისტრის ჰუსეინ ოზგურგუნუს განცხადებით, თურქმა ხალხმა, მისთვის დამახასიათებელი გამბედაობით შესძლო დემოკრატიის დაცვა. დედა სამშობლო თურქეთში მომხადარი მცირედი პრობლემაც კი, ფართოდ აისახება მათში და გულსატკენი ხდება, სიხარული კი, მათი სიხარულიცაა.  

რამდენად სტაბილურობაცაა თურქეთში, იმდენად სტაბილურობაა ჩკთრ-ში-განაცხადა ჰუსეინ ოზგურგუნმა და გამოთქვა რწმენა, რომ ამის შემდეგაც ერთობლივად და ერთნაირი შემართებით გააგრძელებენ გზას.

ერაყის ქურთული რეგიონის IKBY ლიდერის ნეჩირვან ბარზანის განცხადებით, კმაყოფილნი არიან, რომ დღეს, ხელისუფლების სათავეშია ხალხის მხარდაჭერით მოსული ლეგიტიმური მთავრობა. მოხარულნი არიან, რომ მარცხით დასრულდა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და გაიმარჯვა ხალხის ნებამ. პუტჩის წარუმატებლად დასრულებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ყველაზე მაღლა დგას ხალხის ნება.

ამავდროულად, მოქალაქეების დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა, კოსოვოში გახსნილმა, ტერ-ორგანიზაცია ფეტოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დამგმობმა და პრეზიდენტ ერდოღანის მხარდამჭერმა Facebook-ის გვერდმა, სახელწოდებით:-“Support for Erdogan from Kosovo” (კოსოვოდან მხარდაჭერა ერდოღანს) და უმოკლეს დროში 22 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა. საყურადღებოა, რომ გვერდმა, სადაც, 15 ივლისის პუტჩის დამგმობი და ერდოღანის მხარდამჭერი მესიჯები ვრცელდება, კოსოვოელი პოლიტიკოსების სოციალური მასმედიაზე უფრო მეტი მოწონება დაიმსახურა.



მსგავსი ინფორმაციები