ერდოღანი ეროვნული უშიშროების საბჭო, განცხადება

ორივე სხდომაზე, მოსალოდნელია პარალელურ სტრუქტურასთან დაკავშირებით, ამომწურავი ღონისძიებების მიღება

533209
ერდოღანი ეროვნული უშიშროების საბჭო, განცხადება

სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შემდეგ, დღის წესრიგშია ახალი ნაბიჯები და გადაწყვეტილებები. პრეზიდენტ ერდოღანის განცხადების შემდეგ, რომ მიღებულ იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მთელი ყურადღება ეროვნული უშიშროების და მინისტრთა საბჭოსკენ იქნა გადატანილი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს შემდეგ, მინისტრთა საბჭო შეიკრიბება პრეზიდენტ რ.თ ერდოღანის თავჯდომარეობით.

ორივე სხდომაზე, მოსალოდნელია პარალელურ სტრუქტურასთან დაკავშირებით, ამომწურავი ღონისძიებების მიღება.  

პრეზიდენტმა, გუშინ, სტამბოლში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მისი სახლის წინ შეგროვილი ხალხის წინაშე, რომლებიც არ ტოვებენ იქაურობას გაავრცელა განცხადება, რომ მთავრობა სერიოზულ სამზადისშია. შეიკრიბება უშიშროების საბჭოს და მინისტრთა  საბჭოს სხდომები. მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

სხდომები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სახელმწიფოზე მუხანათური თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტი, სტამბოლიდან, პირველად გადავა ანკარაში და იქ გაუწევს სხდომებს თავჯდომარეობას. გამოსატანი რეზოლუციით კი, დიდ დაინტერესებას იჩენს მსოფლიო საზოგადოებრიობა.



მსგავსი ინფორმაციები