TOBB-მაც დაგმო სამხედრო გადატრიალების მცდელობა

“ყოველთვის ვიდგმებით ჩვენი ხალხისა და მთავრობის გვერდით“

532847
TOBB-მაც დაგმო სამხედრო გადატრიალების მცდელობა

თურქეთის საქმიანი სამყაროს ყველაზე უდიდესმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, თურქეთის სავაჭრო პალატათა და ბირჟათა გაერთიანებამ, TOBB-მა 81 ოლქის, 160 რაიონში მოქმედი 365 პალატის სახელით  ერთობლივი განცხადება გაავრცელა.  

TOBB-ის თავჯდომარის რიფატ ჰისარჯიკლიოღლუს თქმით ისინი ხელისუფლების მხარეზე დგანან და გმობენ სამხედრო გადატრიალების მცდელობას.

“ჩვენ არ გვინდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც არა ხალხის არჩევნებით, არამედ იარაღის ძალით მოვა. ჩვენი პალატის სახელით მოვითხოვთ ხუნტის წევრების მკაცრად დასჯას, რადგან, მათ უნდოდათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ჩახშობა. როგორც ხალხია გამოსული გარეთ და დემოკრატიას იცავენ, ჩვენ კი წარმოების და დასაქმების გაზრდით დავიცავთ ქვეყნის ეკონომიკას, ხოლო ამის პარალელურად ყოველთვის ვიდგმებით ჩვენი ხალხისა და მთავრობის გვერდით“, განაცხადა ჰისარჯიკლიოღლუმ



მსგავსი ინფორმაციები