პრემიერის და ქილიჩდაროღლის შეხვედრა

ბინალი ილდირიმის განცხადებით, დღეს, ძალიან საჭიროებენ ერთობას და თანასწორობას

532685
პრემიერის და ქილიჩდაროღლის შეხვედრა

სამართლიანობა განვითარების პარტიის თავჯდომარის ბინალი ილდირიმის განცხადებით, დღეს, ძალიან საჭიროებენ ერთობას და თანასწორობას.

პრემიერმა, რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავჯდომარესთან ქემალ ქილიჩდაროღლისთან შეხვედრა ჩაატარა ჩანქაიას რეზიდენციაში.

პირისპირი შეხვედრის შემდეგ, ჩაატარეს ერთობლივი ბრიფინგი.

ქემალ ქილიჩდაროღლის განცხადებით, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით გააჩნია შეშფოთება და სწორედ ის საკითხები გააცნო პრემიერ მინისტრს.

„განსაკუთრებით ავღნიშნე, რომ განკარგულების შემსრულებელი ჯარისკაცების და უნტერ-ოფიცრების მიმართ ჩადენილი ძალადობები არ არის მართებული, დაკითხულ უნდა იქნენ ძალადობის ჩამდენები.  ჩვენს მოვალეობად ითვლება საჯაროში არსებული დაძაბულობის ერთობლივად გადაწყვეტა“-თქვა ქილიჩდაროღლიმ.  

პრემიერ ბინალი ილდირიმის განცხადებით, მან სათანადო ინფორმაციები მიაწოდა ქილიჩდაროღლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგებთან დაკავშირებით და მადლობა გამოთქვა მთავარი ოპოზიციური პარტიის, საკითხისადმი გონივრული მიდგომის გამო. აღნიშნა, რომ ამის შემდეგ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭირო ამ მდგომარეობით სარგებლობის მცდელი პროვოკატორების მიმართ. უმსგავსი საქმეებით დასაქმებულებს მყისვე უნდა გაეცეთ სათანადო პასუხი. კანონის ფარგლებში მოხდება საქმის მოწესრიგება და სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემიან დამნაშავეები. „დღეს, როგორც არასდროს, ისე ვსაჭიროებთ ერთობას და სოლიდარობას“-თქვა პრემიერმა.



მსგავსი ინფორმაციები