ერდოღანმა პუტჩისტებს სამშობლოს მოღალატეები უწოდა

მან ამერიკისგან ფეტულლაჰ გულენის ექსტრადაცია მოითხოვა

531555
ერდოღანმა პუტჩისტებს სამშობლოს მოღალატეები უწოდა

ერდოღანი სიტყვით გამოვიდა სტამბოლში თავისი სახლის წინაშე შეკრებილი ხალხის წინაშე და შეფასება მისცა რა სამხედრო გადატრიალების მცდელობას, თქვა, რომ თურქეთის პარლამენტისა და პრეზიდენტის სასახლის დამბომბველ ფეტტულლაჰელებს არავითარი სამშობლოს და მამულის გრძნობა არ აქვთ, ისინი სამშობლოს ნამდვილ მოღალატეებს წარმოადგენენ, თორემ, ასეთ წარმოუდგენელ საშინელებას არ ჩაიდენდნენ.

“ახლა დადგა ერთიანობის და სოლიდარობის დღე, ერთ მუჭად უნდა გავერთიანდეთ და ჩვენი ქვეყანა სამშობლოს მოღალატეებს არ უნდა დავუთმოთ“, განაცხადა ერდოღანმა და ამერიკას კიდევ ერთხელ მოსთხოვა ამ ქვეყანას თავშეფარებული ფეტულლაჰ გულენის ექსტრადაცია, რომელიც პუტჩისტების ლიდერად და გადატრიალების ორგანიზატორად მოიაზრება.

იგი შეეხო რა ხალხის მხრიდან პუტჩისტების მიმართ სიკვდილით დასჯის კანონის შემოღებას, თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან და ოპოზიციასთან კონსულტაციებს და მოლაპარაკებებს ჩაატარებენ რა, ისე მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

მანვე მოსახლეობას სთხოვა ჯერ ჯერობით არ დასტოვონ ქუჩები და მოედნები, რადგან ჯერ კიდევ არ არის მთლიანადა ჩავლილი სამხედრო გადატრიალების საშიშროება    



მსგავსი ინფორმაციები