ხუნტას გადატრიალება ჩაიშალა

დაკავებულია 754 სამხედრო

530311
ხუნტას გადატრიალება ჩაიშალა

ფეტოს (ფეტჰულლაჰ გულენის მიმდევრები) ტერ ორგანიზაციის წევრმა სამხედროებმა ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა გამოიჩინეს და ამ მიზნით მათ იარაღი დაუმიზნეს ხალხს.

მათ ზოგიერთი ადგილები დაბომბეს, ზოგან ცეცხლი გაუხსნეს ხალხს, ზოგან ტანკები განალაგეს, ხოლო მათმა გამანადგურებლებმა და სამხედრო ვერტმფრენებმა დაბომბეს პრეზიდენტის სასახლე, სადაც 5 კაცი დაიღუპა, გენშტაბი, დაზვერვის სამსახური, ანკარის პოლიციის სამმართველო, სპეცრაზმელთა ცენტრი.

ანკარის გოლბაშის რაიონის პროკურატურის განცხადებით  42 ადამიანი დაიღუპა.

დაიბომბა ასევე პარლამენტის შენობაც, რის შედეგადაც დაიჭრა 12 პოლიციელი.

პრემიერ ბინალი ილდირიმის განცხადებით დაკავებულია 130 სამხედრო, მათ შორის 1 გენერალი.

მანვე შეიარაღებული ძალების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა პირველი არმიის სარდალი, არმიის გენერალი უმიტ დუნდარი.

“მე მადლობას ვუცხადებ ჩემს ხალხს, რომელიც თავისი მთავრობის გვერდით დადგა და ხელისუფლებაც დაიცვა და დემოკრატიული უფლებებიც“, განაცხადა პრემიერმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ალა ეფკანის განკარგულებით ფეტოს წევრი 5 გენერალი და 29 პოლკოვნიკი სამხედროდან გაირიცხნენ, ხოლო მთლიანობაში ჯერ ჯერობით დაკავებულია 754 სამხედრო    


 



მსგავსი ინფორმაციები