თურქეთის ეროვნული მეჯლისი საგანგებოდ შეიკრიბა

თურქეთის ეროვნული მეჯლისი საგანგებოდ შეიკრიბა

530756
თურქეთის ეროვნული მეჯლისი საგანგებოდ შეიკრიბა

გუშინდელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის  შემდეგ, დღეს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი პარლამენტის თავჯდომარის, ისმაილ ქაჰრამანის თავჯდომარეობით  საგანგებოდ შეიკრიბა.  საგანგებო სხდომა ეროვნული ჰიმნის ერთობლივი წაკითხვით და გუშინდელი მოვლენების შედეგად დაღუპულების სულის მოსახსენიებელი წუთიერი დუმილით დაიწყო. შემდეგ კი პირველ რიგში პარლამენტის თავჯდომარემ გამოვიდა სიტყვით და გუშინდელი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო და დემოკრატიულ ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება. ქაჰრამანმა ასევე სიტყვით გამოსვლისას თურქეთისადმი თანადგომის გამომცხადებელ ქვეყნებსაც მადლობა გადაუხადა.  შემდეგ პარლამენტში სიტყვით გამოვიდა პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი, რომელმაც დემოკრატიულ ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე თურქ ხალხს, რომლებმაც დემოკრატიის გამოცდა წუხელ წარმატებით ჩააბარა, მადლობა გადაუხადა.  პრემიერ მინისტრის შემდეგ კი ოპოზიციური პარტიების წევრებიც გამოვიდნენ სიტყვით და მათაც მომხდარი დაგმეს რა, მთავრობას თანადგომა გამოუცხადეს. თურქ ხალხს ასევე მათაც გადაუხადეს მადლობა დემოკრატიის თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯისთვის.    



მსგავსი ინფორმაციები