აღკვეთილია სამხედრო გადატრიალების მცდელობა

ერდოღანს ასი ატასობით ადამიანი დახვდა სტამბოლში

530289
აღკვეთილია სამხედრო გადატრიალების მცდელობა

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ შეიარაღებული ძალების მცირედმა ჯგუფმა ხალხის იარაღით ხალხს სროლა დაუწყო.

საკურორტო ქალაქ მარმარისიდან სტამბოლში ჩასულ ერდოღანს ათათურქის აეროპორტში 100 ათასობით ადამიანი დახვდა

აქ წარმოთქმულ სიტყვაში მან ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. “ჩვენ მყარად და მტკიცედ ვიდგმებით ფეხზე.. ხალხიც თავისი ხელისუფლების დაცვის მიზნით ასევე მტკიცედ უნდა იდგეს“, აღნიშნა მან და დაამატა::“ ეს არის ღმერთის მხრიდან ჩვენთვის გაღებული წყალობა. ახლა ჩვენ შეგვეძლება არმიის გაწმენდა გადატრიალების მოსურნეთაგან“

მისივე თქმით სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე პოლკოვნიკების, მაიორების და კაპიტნების დაკავებები დაიწყო.

ერდოღანმა დაამატა: არმიაში რომ ტერ ორგანიზაცია იყო დაბუდებული, ეს კარგად გამოჩნდა ამ ღამეს. მათ ხალხის იარაღით ხალხს სროლა დაუწყეს. ეს ტანკები მათი არ ყოფილა, არამედ მათთვის ჩაბარებული ამანათი იყო და მათ უღალატეს ამ ამანათს  

მისივე თქმით მარმარისის დატოვების შემდეგ დაუბომბიათ ის სასტუმრო, სადაც იგი რჩებოდა



მსგავსი ინფორმაციები