ნიცეს ტერაქტი თურქმა მაღალჩინოსნებმაც დაგმეს

“ეს არის კაცობრიობისადმი მიმართული დანაშაული“

529675
ნიცეს ტერაქტი თურქმა მაღალჩინოსნებმაც დაგმეს

ნიცეში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით პრემიერმა ბინალი ილდირიმმა ფრანგულ ენაზე გაავრცელა ოფიციალური განცხადება და მასში აღნიშნა, რომ ეს არის კაცობრიობისადმი მიმართული დანაშაული. მანვე სამძიმარი გამოუცხადა ფრანგ ხალხს, ხოლო დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

ევროკავშირთან ინტეგრაციის მინისტრმა ომერ ჩელიქმა ნიცეს ტერაქტი სოციალურ ქსელში გავრცელებული მესიჯით დაგმო და ხაზი გაუსვა, რომ ტერორი, სადაც და რა მიზნითაც არ უნდა განხორციელდეს, შეუწყალებელია, იგი არ ინდობს არც დიდებს და არც პატარებს, ამიტომაც კაცობრიობას მის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთად დგომა მართებს.

ფინანსთა მინისტრმა ნაჯი აღბალმა მიუსამძიმრა რა ფრანგ ხალხს, ისურვა, რომ ასეთი სისხლიანი ტერაქტი აღარ განმეორებულიყოს



მსგავსი ინფორმაციები