ბინალი ილდირიმის ინტერვიუ BBC
რომელიმე ტერ-ორგანიზაციის განადგურებისთვის, არ უნდა მოხდეს სხვა ტერ-ორგანიზაციის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ის ტერ-ორგანიზაცია გადაგექცევათ პრობლემად
პრემიერმა ბინალი ილდირიმმა ინტერვიუ მისცა ინგლისური საინფორმაციო სააგენტოს BBC-თვის და მოწოდებით მიმართა PKK-ს გაგრძელება PYD-თვის მხარდამჭერ დასავლურ ქვეყნებს. აღნიშნა, რომ რომელიმე ტერ-ორგანიზაციის განადგურებისთვის არ უნდა მოხდეს სხვა ტერ-ორგანიზაციის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ის ტერ-ორგანიზაცია გადაგექცევათ პრობლემად. დადგა დრო, სათანადო ცვლილებები მოხდეს სირიაში, სადაც 500 ათასზე მეტი უდანაშაულო ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს. ისიც დაამატა, რომ სახელმწიფოში ცვლილებისთვის დაბრკოლების შემქმნელს წარმოადგენს ესადი. ტერ-ორგანიზაცია DAEŞ-ის პრობლემის გადაწყვეტაც უესადო მეთოდს საჭიროებს. „ჩვენს წინაშეა ორი პრობლემა ესადი და DAEŞ-ი, თუ დასვავთ კითხვას რომელზე შევაჩეროთ არჩევანი, რა თქმა უნდა ვერც ერთზე ვერ მოვახდენთ არჩევანს, რადგან საჭიროა ორივეს წასვლა“-თქვა ბინალი ილდირიმმა და ყურადღება გაამახვილა თურქეთის მეზობელ სახელმწიფოებთან კარგი ურთიერთობების დამყარების მიზნით ჩატარებულ სამუშაოებზე. აღნიშნა, რომ უკვე მოგვარებულია საქმეები ისრაელთან და რუსეთთან. ახლა რიგი მიდგა სხვა სახელმწიფოებზე. გააგრძელებენ მეგობართა რაოდენობის გაზრდას.