ქურთულმუში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 შეხვედრის გახსნით ცერემონიალს დაესწრო

მან ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე გაამახვილა ყურადღება

527027
ქურთულმუში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 შეხვედრის გახსნით ცერემონიალს დაესწრო

თურქეთის ვიცეპრემიერი და მთავრობის პრეს წარმომადგენელი ნუმან ქურთუმუში სტამბოლის კონგრეს ცენტრში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 შეკრების გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე გაამახვილა ყურადღება. „ყველა დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ბრძოლის, შეტაკებების, თავდასხმების და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ  პოლიტიკას ვახორციელებთ. ამ დროს  აუცილებელია, ადამიანებმა ცივილიზაციების და კულტურების გამაერთიანებელი ძეგლები  დაიცვან,“ განაცხადა ვიცეპრემიერმა. მან  შეხვედრის სტამბოლში გამართვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და დამსწრე საზოგადოებას ასე მიმართა: „განსაკუთრებით თურქეთში და საერთოდ ამ რეგიონში ტერორიზმის ყველა სახეობა გავრცელდა.  ყოველგვარი ტერორი არამხოლოდ ადამიანებს, არამედ მრავალ ღირსშესანიშნავ ღირებულებებსაც იწირავს და ანადგურებს. ამიტომ  სტამბოლში ჩატარებული ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ტერორიზმის წინააღმდეგ გაცემული ყველაზე კარგი მაგალითია.“



მსგავსი ინფორმაციები