იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 შეხვედრა სტამბოლში იმართება
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 შეხვედრა სტამბოლში იმართება
თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა კომიტეტის გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით მესიჯი გააგზავნა, რომელშიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 შეხვედრის სტამბოლში გამართვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სტამბოლი ორი კონტინენტის დამაკავშირებელი ქალაქია, რომელიც ღია ცის ქვეშა მუზეუმს ჰგავს. ილდირიმმა თავის მესიჯში ასევე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საკითხში გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ამ ორგანიზაციამ ჯერ კიდევ დანიშნულების მიზანს ვერ მიაღწია. „ერთის მხრივ მსოფლიოს მრავალ კუთხეში მიმდინარე ბრძოლების შედეგად ცივილიზაციების მხრიდან ჩვენთვის დატოვებული ღირსშესანიშნაობები და ბუნება ნადგურდება. მეორეს მხრივ ცივილიზაციის და განვითარების მომიზეზებით მრავალ ისტორიულ ძეგლებს ჩვენივე ხელით ვანადგურებთ. სწორედ ამ დროს იუნესკოს ძალიან დიდი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება. ღირსშესანიშნაობების დაცვის თავალსაზრისით ასევე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება გაეროს წევრ ქვეყნებსაც. სტამბოლში მიმდინარე კომიტეტის სხდომის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. შეხვედრაში მონაწილე ყველა პირს წარმატებებს ვუსურვებ,“ ნათქვამია პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებაში.