ერდოღანი ვარშავას გაემგზავრა

გამგზავრებამდე მან პრეს კონფერენცია გამართა

525478
ერდოღანი ვარშავას გაემგზავრა

ვარშავის ნატოს სამიტზე გამგზავრებამდე პრეზიდენტმა ერდოღანმა პრეს კონფერენცია გამართა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში და პასუხები გასცა რა დღის აქტუალურ კითხვებს, თქვა, რომ ამ ბოლო წლებში ტერმინმა უსაფრთხოებამ შინაარსობრივად დიდი ცვლილება განიცადა, იგი უფრო მყიფე გახდა და ამიტომ მასზე დაყრდნობით ნატოს მართებს, დღევანდელზე უფრო აქტიური და ეფექტური გახდეს.

“დღეს ტერორი გასცდა ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს და მან გლობალური სახე მიიღო რა, დედამიწაზე არ დარჩა უსაფრთხო ადგილი. ასე რომ, კაცობრიობას ემუქრებიან ისეთი ტერ ორგანიზაციები, როგორებიც არიან DAEŞ, El Kaide, PYD, PKK, YPG და სხვები, რომელთა წინააღმდეგ საჭიროა ერთობლივი ბრძოლა და ერთობლივი ძალისხმევა“, განაცხადა ერდოღანმა.

იგი შეეხო ლტოლვილთა და დევნილთა პრობლემებსაც და თქვა, რომ ამ საკითხშიც ერთად დგომა მართებთ, რათა მდგომარეობა შეუმსუბუქონ ლტოლვილებსაც და ლტოლვილების შემფარებელ ქვეყნებსაც.

მისივე თქმით ნატოს წევრი თურქეთის საზღვრების ხელშეუხებლობას ხშირად არღვევენ სირიიდან და ერაყიდან, ამიტომაც ნატომ უნდა შეასრულოს მოკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები და მის ფარგლებში უფრო ეფექტურად უნდა დაიცვას თავისი წევრი ქვეყნის უსაფრთხოება.

ბოლოს ერდოღანი პუტინთან შესაძლო პირისპირ შეხვედრასაც შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ ეს შეხვედრა ან ამ თვის ბოლოს, ანდა აგვისტოში შეიძლება შესდგეს



მსგავსი ინფორმაციები