გირესუნში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ჩამოვარდნის მიზეზი უამინდობა დასახელდა

თურქეთის ქალაქ, გირესუნში სკორსკის ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა 8 კი დაშავდა. ვერტმფრენს სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად მეუღლეები და ბავშვები გადაჰყავდა. ვერტმფრენი გუშინ გირესუნის ალუჯას რაიონის სოფელ, თომუმლუქის მახლობლად ადგილობრივი დროით 17:15 წუთზე ჩამოვარდა. რამაზან ბაირამის გამო გირესუნში მყოფმა ვიცეპრემიერმა ნურეთთინ ჯანიქლიმ მომხდარის შემდეგ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი უამინდობა გახდა და მის მიმართ არანაირი თავდასხმა არ განხორციელებულა. მომხდართან დაკავშირებით პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელ, ჰულუსი აქარისგან ინფორმაცია მიიღო.
ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ჩამოვარდნის მიზეზად უამინდობა დასახელდა.
მსგავსი ინფორმაციები

რეჯეფ თაიფ ერდოღან ანჯეი დუდას შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რეჯეფ თაიფ ერდოღან ანჯეი დუდას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პრეზიდენტი ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა