ტერაქტის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, 94 დაშავებულის მკურნალობა კი საავადმყოფოებში გრძელდება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ეფკან ალას, განცხადებით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, 94 დაშავებული ადამიანის მკურნალობა კი საავადმყოფოებში გრძელდება

521743
ტერაქტის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, 94 დაშავებულის მკურნალობა კი საავადმყოფოებში გრძელდება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ეფკან ალას, განცხადებით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, 94 დაშავებული ადამიანის მკურნალობა კი საავადმყოფოებში გრძელდება.

ალამ აღნიშნული ტერაქტის თაოსნობით მთლინად ტერორისტული ქმედებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისს და განაცხადა: „ამ დრომდე 13 ადამიანია დაკავებული, მათგან 9 თურქი და 4 უცხოეთის მოქალაქე. 3 თვითმკვლელი ტერორისტიდან ერთის ვინაობა და მოქალაქეობა დადგინდა. დაღუპულია 43 ადამიანი და მათ შორის არ არიან თვითმკვლელი ტერორისტები. ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 94 ადამიანი. დაღუპული 43 ადამიანიდან 19 უცხოეთის მოქალაქეა.“   

მისივე თქმით, „ტერორგანიზაცია დაიშთან დაკავშირებით დღემდე 5 ათას 310 ადამიანი იქნა დაკავებული, რომელთაგანაც 1654 იქნა დაპატიმრებული. მხოლოდ 2016 წელში 1654 ადამიანია  დაკავებული და მათგან 791 უცხოეთის მოქალაქეა. დაკავებულთაგან 663 იქნა დაპატიმრებული. დაპატიმრებულებიდან 371 უცხოეთის მოქალაქეა.“

ამავდროულად პროკურატურის ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტებიდან ერთი წარმოშობით დაღესტანელი რუსეთის მოქალაქეა, ერთი ყირგიზია, ერთი კი უზბეკი.



მსგავსი ინფორმაციები