ჩავუშოღლი, მადლობა

ჩავუშოღლიმ, მადლობა გამოთქვა თურქეთისთვის სამძიმრის  გამომგზავნი სახელმწიფოების მიმართ

521504
ჩავუშოღლი, მადლობა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლიმ, სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერ-აქტთან დაკავშირებით, რომელმაც შეიწირა 41 და დაშავდა 128 ადამიანი, მადლობა გამოთქვა თურქეთისთვის სამძიმრის  გამომგზავნი სახელმწიფოების მიმართ.  
ინციდენტის შემდეგ, რიგმა სახელმწიფოებმა გავრცელებული მესიჯებით მწვავედ დაგმეს ტერორისტული თავდასხმები და საკითხთან დაკავშირებით თურქეთს თანადგომა გამოუცხადეს. ჩავუშოღლიმ კი, ხსენებულ სახელმწიფოებს სოციალური მასმედიის საშუალებით გადაუხადა მადლობა. აღნიშნა, რომ ტერორს, ყოველგვარი გარჩევის გარეშე მიზანში აქვს ამოღებული მთელი კაცობრიობა. მისი დაძლევა შესაძლებელია ერთობლივი ბრძოლით.

თურქეთს გააჩნია ტერორის უბედურებისგან განთავისუფლების უნარი და ნურავინ იფიქრებს, რომ ტერორით იქნება შესაძლებელი თურქეთის მიმართულების გამოცვლა.



მსგავსი ინფორმაციები