ერდოღანი მიესალმა ისრაელთან შერიგებას

“რუსეთთან შერიგებაც გვინდა“

519596
ერდოღანი მიესალმა ისრაელთან შერიგებას

პრეზიდენტმა ერდოღანმა სამარხვო ვახშამი გაუმართა მცირე მეწარმეებს და შეეხო რა ისრაელთან მიღწეულ შეთანხმებას, თქვა, რომ ტელ ავივთან მიმდინარე მოლაპარაკებებს პალესტინასთან კოორდინაციით აწარმოებდნენ. “ჩვენ პარასკევს ჯერ ჰალიტ მეშალს შევხვდით, შემდეგ კვირადღეს კი მაჰმუდ აბბასის და მხოლოდ მათი თანხმობის შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას ისრაელთან.

ასე რომ, მივესალმები ამ შეთანხმებას, რომლის ფარგლებში ჩვენ არც მავი მარმარას გემზე დაღუპული აქტივისტების სულები დავივიწყეთ და არც ღაზელი პალესტინელები, რომელთა უფლებებს ყველანაირ პლატფორმებზე ვიცავთ“, განაცხად ერდოღანმა და დაამატა, რომ ამ შეთანხმების კვალობაზე მდგომარეობა შეუმსუბუქდებათ ღაზელებს რა, ამ მიზნით ანკარა პირველ ჰუმანიტარულ გემს მათთვის პარასკევს გააგზავნის, რომელიც 10 ათას ტონა დახმარებას ჩაუტანს ღაზელებს, რომელშიც კვების პროდუქტები, პირველადი მოთხოვნილების ნივთ-საგნები, მედიკამენტები იქნება.

მისივე თქმით რამაზნის ბაირამობამდე კიდევ 14 ათასი ტონა პროდუქტს გაუგზავნიან ღაზელებს.

იგი შეეხო რუსეთთან კრიზისსაც და თქვა, რომ ამ კრიზისის მოგვარების მიზნით მან წერილი მისწერა პუტინს, რომელშიც მწუხარება გამოთქვა რუსული გამანადგურებლის ჩამოგდები გამო და კეთილი ურთიერთობების ახლიდან აღდგენა მოითხოვა



მსგავსი ინფორმაციები