ანკარას მოსკოვის წინაშე ბოდიში არ მოუხდია
ამის შესახებ კალინმა განაცხადა
როგორც განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა, პრეზიდენტმა ერდოღანმა თავისი რუსი კოლეგისადმი გაგზავნილ სამძიმრის წერილში დიდი მწუხარება გამოთქვა თურქი გამანადგურებლების მხრიდან გასული წლის ნოემბერში ჩამოგდებული რუსული გამანადგურებლის პილოტის დაღუპვის გამო.
“რუსი პილოტის დაღუპვის გამო მე კიდევ ერთხელ გავიზიარებ მისი ოჯახის ტკივილს და მინდა პირადად მივუსამძიმრო ამ ოჯახს რა, ვთხოვ მომიტევონ“, აი ასეთი შინაარსისაა ერდოღანის წერილი და მასში იგი არ უხდის რუსეთს ბოდიშს, აღნიშნა კალინმა.
მისივე თქმით ამ წერილში ერდოღანი თავის რუს კოლეგას ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების აღდგენას, რეგიონალური პრობლემების მოგვარებაში თანამშრომლობას და ანტიტერორისტულ ბრძოლაში ურთიერთდახმარებას ითხოვს.
"ორი ქვეყანა დათანხმდა ურთიერთობების განვითარება-აღდგენის მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის საკითხში", განაცხადა კალინმა