მარდინის დაბა დერიკში და ჰაქქარიში პკკ-ს ტერორისტების თავდასხმის შედეგად ექვსი სამხედრო დაიღუპა

მარდინის გუბერნატორის სამსახურში გაკეთებული განცხადების მიხედვით, დერიკის უბან ბაირში 06.20 საათზე ტერორისტული ორგანიზაცია პკკს- წევრების დასაკავებლად ჩატარებული ჩხრეკის დროს ტერორისტებმა უსაფრთხოების ძალებს ცეცხლი გაუხსნეს

517347
მარდინის დაბა დერიკში და ჰაქქარიში პკკ-ს ტერორისტების თავდასხმის შედეგად ექვსი სამხედრო დაიღუპა

მარდინის დაბა დერიკში და ჰაქქარიში პკკ-ს ტერორისტების თავდასხმის შედეგად ექვსი სამხედრო დაიღუპა.

მარდინის დაბა დერიკში პკკ-ს ტერორისტების თავდასხმას ორი სამხედრო ემსხვერპლა.

მარდინის გუბერნატორის სამსახურში გაკეთებული განცხადების მიხედვით, დერიკის უბან ბაირში 06.20 საათზე ტერორისტული ორგანიზაცია პკკს- წევრების დასაკავებლად ჩატარებული ჩხრეკის დროს ტერორისტებმა უსაფრთხოების ძალებს ცეცხლი გაუხსნეს.

დაჭრილი ოფიცერი და სერჟანტი დერიკის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველა სახის სამედიცინო ჩარევის მიუხედავად დაჭრილთა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჰაქქარიში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად კი 4 სამხედრო დაიღუპა.

უსაფრთხოების სამსახურის ინფომრაციით, ჰაქქარი - ჩუქურჯას გზაზე სოფელ ჩიმენლის მიმდებარედ ტერორისტული ორგანიზაცია პკკ-ს წევრების მიერ დამონტაჟებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი უსაფრთხოების ძალების კოლონის გავლის დროს აფეთქდა, რის შედეგადაც 4 სამხედრო დაიღუპა.

ტერორისტების წინააღმდეგ რეგიონში ოპერაცია გრძელდება, რომელშიც მონაწილეობას საჰაერო ძალებიც იღებენ.   


საკვანძო სიტყვები: #მარდინი , #ტერაქტი , #თავდასხმა

მსგავსი ინფორმაციები