ომარ ჩელიკი რომში

თურქეთის ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში სისუსტე საზიანო იქნება ევროკავშირისთვისაც

515695
ომარ ჩელიკი რომში

ევროკავშირის თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლის კანონში ცვლილების შეტანის მოწოდებას, ევროკავშირის მინისტრმა ომარ ჩელიკმა კონკრეტული პასუხი გასცა, რომ არ წავლენ ცვლილებაზე.

ომარ ჩელიკმა, რომში, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან პაოლო გენტილონისთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან გამართა პრეს-კონფერენცია და აღნიშნა, რომ თურქეთის, ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში სისუსტე საზიანო იქნება ევროკავშირისთვისაც.  

თურქეთის უსაფრთხოება, ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოებაც და ამ ეტაპში თურქეთი ვერ მოახდენს ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში რადიკალურ ცვლილებას.

თურქეთის გარშემო გრძელდება რისკი და დესტაბილიზაცია. მის წინააღმდეგ საჭიროა ისეთი მექანიზმების მოწესრიგება, როგორიცაა, ნებაყოფლობით განთავსება და ვიზის ლიბერალიზაცია. ამის შემდეგ უნდა გაძლიერდეს სხვა მექანიზმებიც.  ამას არ ექნება თურქეთისთვის ჟესტის დანიშნულება, იგი იქნება ის, რასაც თურქეთი იმსახურებს. იმედოვნებს, რომ ვიზის ლიბერალიზაციის საკითხში მონახავენ საერთო ენას-თქვა ომარ ჩელიკმა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო კენტილონიმ კი, განაახლა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების და ვიზის ლიბერალიზაციის საკითხში, თურქეთისთვის მხარდაჭერა.



მსგავსი ინფორმაციები