გუშინ მინისტრთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

განიხილეს მრავალი აქტუალური საკითხი

514963
გუშინ მინისტრთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

გუშინ, პრეზიდენტის სასახლეში მინისტრთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ პრეს კონფერენცია გამართა ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრეს წარმომადგენელმა ნუმან კურთულმუშმა და თქვა, რომ იმ მერიების და მუნიციპალიტეტების მიმართ, რომლებიც ეხმარებიან და მხარდაჭერას უჩენენ პკკ-ას ტერორისტებს, სისხლის სამართლის საქმეები გაიხსნება.

მისივე თქმით სხდომაზე განხილულ იქნა საგარეო და საშინაო პოლიტიკის მრავალი ასპექტი, მათ შორის საზღვრების და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საკითხებიც.

“ჩვენი ძალოვანები ეფექტურ ანტიტერორისტულ ოპერაციებს წარმართავენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში და მის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ პკკ-ას ხერხემალი მოტეხილია. იმ მერიებს კი, რომლებიც მათ გვერდით დგანან, მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი“, განაცხადა კურთულმუშმა და დაამატა, რომ, როგორც კი დაასრულებენ ანტიტერორისტულ ბრძოლას, სწრაფი ტემპით დაიწყებენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის აღდგენას



მსგავსი ინფორმაციები