პრეზიდენტი ძალოვანებს იფთარზე შეხვდა

ქურთული ტერორისტებისადმი მხარდაჭერის გამო ევროპელები გააკრიტიკა

512583
პრეზიდენტი ძალოვანებს იფთარზე შეხვდა

ერდოღანი სამარხვო ვახშამზე ამჯერად ძალოვანებს შეხვდა და მათ წინაშე სიტყვით გამოსვლისას მკაცრად დაგმო ევროპარლამენტი მისი შენობის დერეფნებში ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK-ს კუთვნილი დროშებისა და ალმების ჩამოკიდების გამო.

“ამ ტილოს ნაჭრების ჩამოკიდებით ვის რა მესიჯს აძლევთ?, რატომ დგახართ ტერორის გვერდით? რამდენჯერ იწვნიეთ ტერორიზმის მსახვრალი ხელი პარიზში ან ბრიუსელში? განა ამ ტერაქტებმა ჭკუაზე არ მოგიყვანათ?. მოვა დრო და ანკარაც და თურქი ხალხიც მკაცრად მოგთხოვთ ამ ღალატზე პასუხს“, განაცხადა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ თურქეთში და სირიაში მოქმედი ქურთული ტერ ორგანიზაციები ფეტულლაჰ გულენის პარალელურ სტრუქტურასთან და სომხებთან ერთად ევროპაში და მსოფლიოში ანტი თურქულ მოღვაწეობას ეწევიან, როცა თვით ქურთი ხალხი მთავრობისა და თურქი ხალხის გვერდით დგანან.

 მანვე მადლობა გადაუხადა ძალოვანების მხრიდან ანტიტერორისტულ ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისა და გმირობის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ხანებში სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიას მთლიანად გაწმენდენ ტერორისტებისგან და რეგიონი ეკონომიკურ აყვავებას დაიწყებს



მსგავსი ინფორმაციები