გერმანელმა პარლამენტარებმა ანკარა გააღიზიანეს

“ორი ქვეყნის ურთიერთობებს დიდი დარტყმა მიეყენა“

გერმანელმა პარლამენტარებმა ანკარა გააღიზიანეს
mevlüt çavuşoğlu
numan kurtulmuş.jpg
almanya tepkiler.jpg
almanya tepkiler 1.jpg
almanya tepkiler 1.jpg
almanya tepkiler.jpg
numan kurtulmuş.jpg
mevlüt çavuşoğlu
yıldırım merkel telefon görüşmesi.jpg

 

გერმანიის ფედერალური პარლამენტის მხრიდან 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარებამ თურქეთის დიდი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. როგორც განაცხადა ვიცე-პრემიერმა და მთავრობის პრეს წარმომადგენელმა ნუმან კურთულმუშმა, გერმანელების მხრიდანაც გენოციდის აღიარებას ანკარისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. “ცრუ, უსაფუძვლო, დამახინჯებული და დაუსაბუთებული ბრალდებების აღიარება გერმანიის მხრიდან უდიდესი შეცდომაა და ამას ისინი მწარედ ინანებენ, ხოლო თურქეთი კი როგორც ყოველთვის, ახლაც მზადაა და მომავალშიც მზად იქნება ამ სიყალბის გასაცამტვერებლად“, განაცხადა კურთულმუშმა. თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრეს წარმომადგენელმა იასინ აქთაიმ კი განაცხადა, რომ გერმანია არა მეგობრულად მოექცა თურქეთს და ამის გამო ორი ქვეყნის ყველანაირ ურთიერთობებს დიდი დარტყმა მიეყენება. ამ დროს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის დიდი ეროვნული პარლამენტი გერმანელი პარლამენტარების მისამართით დამგმობ რეზოლუციას გაავრცელებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კანცლერმა ანგელა მერკელმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

ბუნდესტაგის ქმედებას კენიიდან გამოეხმაურა ერდოღანი და თქვა, რომ თურქეთში დაბრუნების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად დეტალურად იმსჯელებენ გერმანიის საწინააღმდეგოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე. მისივე თქმით ბუნდესტაგის აღნიშნული გადაწყვეტილება დიდ გავლენას იქონიებს ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებზეც

პრემიერ ბინალი ილდირიმის განცხადებით ბუნდესტაგის დადგენილების შემდეგ კონსულტაციებისათვის თურქეთში გამოიწვიეს ამ ქვეყნის ელჩი. “ჩვენი სახელმწიფო არასოდეს არ მიიღებს ამ ბრალდებას. ჩვენი ქვეყნის წარსული ყველასათვის ცნობილია, ეს არის მცდარი გადაწყვეტილება“, აღნიშნა პრემიერმა. საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუტ ჩავუშოღლუს აზრით კი ზოგიერთი ქვეყნები თავიანთი ბნელ წარსულის დამალვას უპასუხისმგებლო, უსაფუძვლო და ცილისმწამებლური მეთოდებით, სხვა ქვეყნებისადმი ბრალდებებით ცდილობენ. რესპუბლიკური სახალხო პარტიის დეპუტატმა ბარიშ იარქადაშმა განაცხადა: ეს არის არასწორი დადგენილება. ისტორიულ მოვლენებს პარლამენტები არ უნდა აძლევდნენ შეფასებას. ამ დროს ცნობილი გახდა ისიც, რომ გერმანიის ელჩი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს



მსგავსი ინფორმაციები