თურქეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო სამხედრო ოპერაცია

სირიაში არსებული ტერ-ორგანიზაცია DAEŞ-ის პოზიციები განადგურებულ იქნა

501637
თურქეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო სამხედრო ოპერაცია

 

სირიაში არსებული ტერ-ორგანიზაცია DAEŞ-ის პოზიციები განადგურებულ იქნა. გაუვნებელყოფილ იქნა 14 ტერორისტი.

გენ-შტაბის განცხადებით, DAEŞ-ი 31 მაისისთვის ემზადებოდა თურქეთში თავდასხმებისთვის. ამის შემდეგ მოხდა DAEŞ-ის, ჰალეპის ჩრდილოეთის პოზიციებზე სამხედრო ოპერაცია.  ჰაუბიცების და რაკეტ- სასროლი იარაღებით განხორციელდა დარტყმები.  

განადგურდა ორგანიზაციის ერთი ტანკი, ორი საჰაერო პოზიცია, შტაბ-ბინა და სამი მანქანა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციას, კაფერ კალბაის რეგიონში, საჰაერო თავდასხმით,  დაეხმარნენ კოალიციის ძალები.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ერაყის ჩრდილოეთში, საჰაერო სამხედრო ოპერაცია მოაწყვეს სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია  პეკეკას წინააღმდეგ.

გენ-შტაბის განცხადებით, დაზვერვის შემდეგ, მოხდა სამხედრო თვითმფრინავების ერაყის ჩრდილოეთის მიმართულებით წასვლა. სრული სიზუსტით მოხდა 6 პოზიციაზე დარტყმა მეთინეს რეგიონში.

სამხედრო ოპერაციით, განადგურდა ტერორისტებისთვის განკუთვნილი პოზიციები და თავშესაფრები.

წარმატებული ოპერაციის შემდეგ, საჰაერო თვითმფრინავები დაბრუნდნენ თავიანთ ბაზებში.



მსგავსი ინფორმაციები