ერდოღანის, პუტინის სიტყვების საპასუხო განცხადება

„ნეტა როგორი პირველი ნაბიჯის გადადგმას თხოულობს პუტინი თურქეთისგან

501908
ერდოღანის, პუტინის სიტყვების საპასუხო განცხადება

ერდოღანმა, აფრიკის ქვეყნებში ვიზიტის წინ, განცხადება გაავრცელა ადნან მენდერესის აეროპორტში.

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ გავრცელებული ჰქონდა განცხადება, რომ სურთ თურქეთთან ურთიერთობის მოწესრიგება, მაგრამ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას თურქეთმა. ბრიფინგზე, ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა პუტინის განცხადებაზე და აღნიშნა:-ციტატის დასაწყისი-„ნეტა როგორი პირველი ნაბიჯის გადადგმას თხოულობს პუტინი თურქეთისგან. განა თურქეთია დამნაშავე? არც ის ქვეყანაა თურქეთი, რომელსაც სურდეს ურთიერთობების დარღვევა.

გარდა ამისა, პუტინთან განსხვავებული ურთიერთობა გაგვაჩნია.  ორი კარგი მეგობრის მდგომარეობაში ვართ და ერთი პილოტის ჩადენილი შეცდომის გამო ამხელა თურქეთის განწირვა, ნამდვილად დამაფიქრებელია. ვფიქრობ, რომ რუსეთთან ურთიერთობის ხელახლა განვითარების, უფრო განსხვავებულ დონეზე აყვანის მცდელობაში უნდა ვიყოთ, გამოვთქვამ იმედს, უმოკლეს დროში დავძლევთ ამ პრობლემას და თურქეთი და რუსეთი, ისევ გააგრძელებენ უკანასკნელ ათ წელიწადში გადადგმულ ნაბიჯებს“-ციტატის დასასრული, თქვა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები