თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა
499818
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ქალაქ ზოლინგენის მასიური მკვლელობის 23-ე წლისთავთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა და ამ მოვლენების შედეგად მოკლული ხუთი თურქის მიმართ მწუხარება გამოთქვა. განცხადებაში ასევე ძირითადი ყურადღება ბოლო დროს ევროპაში რასისტულ და ისლამოფობიურ გამოსვლებზე იქნა გამახვილებული. „პირველ როგში პოლიტიკოსებს და შემდეგ ყველა იმ პირს, რომელსაც საზოგადოების წინაშე რაიმე სახის პასუხისმგებლობა აკისრია, თავი უნდა შეიკავონ ყოველგვარი რადიკალური განცხადებებისგან, რაც შემდეგ საზოგადოების დანაწევრებას იწვევს. პირიქით მათ საზოგადოების გაერთიანებისათვის დაკისრებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ,“ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.